ქალის ამ 10 თვისების წინააღმდეგ ნებისმიერი მამაკაცი უძლურია


1. სიკეთე

კაცები ყოველთვის ამჩნევენ კეთილი საქციელის ჩამდენ ქალბატონებს. მითუმეტეს მაშინ, თუ კი მათ გრძელვადიანი სასიყვარულო ურთიერთობისთვის სურთ პარტნიორის პოვნა.

2. ფრჩხილები

ბევრი გოგონას აზრით, მათი ფრჩხილების ვიზუალი მხოლოდ პედიკიურის სპეციალისტს აინტერესებს. თუმცა, როგორც დაადგინეს, კარგად მოვლილი ხელები მამაკაცების თვალში საკუთარ თავზე ზრუნვისა და დისციპლინის ქონის მანიშნებელია.

3. ემოციური მდგომარეობა

კაცების აზრით, ყველაზე არამიმზიდველი სწორედ ის გოგონები არიან, რომლებსაც სამყაროს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. მამაკაცის ცხოვრებაში უამრავი უარყოფითი რამ შეიძლება იყოს, სამსახურისა და ყოველდღიური პრობლებემის ჩათვლით. მათ ისეთი ვინმეს პოვნა უნდათ, ვის დანახვაზეც პოზიტიური განწყობა დაუბრუნდებათ.

4. ფინანსური მდგომარეობა

ქალებს თანასწორი უფლებები უნდოდათ და მიიღეს კიდეც. შესაბამისად, მათ ფინანსური სიმყარეც მოეთხოვებათ. ეს დელიკატური, თუმცა სერიოზული საკითხია. კარგი იქნება თუ მათ დროს მისცემთ, თქვენს მდგომარეობას ჩაუღრმავდნენ და გაიაზრონ, რომ მათ ამის გადატანა თავისუფლად შეუძლიათ. თუ უყვარხართ, მამაკაცი ყურადღებას არ მიაქცევს იმას, რომ მასზე ნაკლებს გამოიმუშავებთ.

5. დამოკიდებულება სხვა გოგოების მიმართ

თუ თქვენს გვერდით ჩავლილ სიმპატიურ გოგონაზე შურის გამო უარყოფით კომენტარს გააკეთებთ, თქვენი მამაკაცი ამას სერიოზული კომპლექსების გამოვლინებად ჩათვლის. ასეთი პიროვნება მათ გვერდით ნამდვილად არ სურთ.

6. ფეხსაცმელები

დიახ, კაცები ექსტრემალურად ყურადღებიანები არიან დეტალების მიმართ იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც მოსწონთ. მათ არ აინტერესებთ თქვენი ფეხსაცმლის ბრენდი, მთავარია მასში კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს. თუ მაღალი ქუსლები ნერვიულობას იწვევს თქვენში, ისინი ამას მაშინვე შეამჩნევენ და უკან დაიხევენ. ჩაიცვით კომფორტულად.

7. მეგობრების რაოდენობა

კაცისთვის მთავარია, მათ შეყვარებულს ისეთი მეგობრები ყავდეს, რომლებთანაც ცუდ და კარგ ამბებზე მარტივად ილაპარაკებს. თუ მამაკაცი შეამჩნევს, რომ ახლო ადამიანებს ზედმეტად სწრაფად იცვლით, ეს მას დააფრთხობს.

8. ნებისმიერი სამოსი ზურგის გარეშე

ეს სახასიათო ელემენტი არ არის, თუმცა მამაკაცების დიდ ნაწილს ზურგის არეში ამოჭრილი სამოსი ყველაზე მეტად ხიბლავს. ეს ყველაზე სექსუალურ და ქალურ სტილად მიიჩნევა მათ თვალში. ცოტაოდენი ხორცის გამოჩენა მაშინ, როცა თქვენს კლასს ინარჩუნებთ, იდეალური ვარიანტია.

9. სიცილი

ზედმეტი განმარტების გარეშე, გოგონები რომლებიც ემოციების გამოხატვას არ უშინდებიან, კაცებს უფრო მეტად მოსწონთ.

10. იუმორის გრძნობა

როდესაც კაცი მისთვის იდეალური გოგოს დეტალებს თვლის, ერთ–ერთ ასპექტად ყოველთვის იუმორი სახელდება. გოგონა, რომელსაც კაცის გაცინება შეუძლია და ამასთანავე, მისი იუმორი კარგად ესმის, ყოველთვის უფრო სანატრელ ქალად ითვლება მისთვის.

მსგავსი სიახლეები