პირველი ცხოველი, რომელსაც ნახატზე დაინახავთ, თქვენი გონების ძლიერ მხარეს აღწერს

ფსიქოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატი როჯერ სპერი ტვინის 2 ჰემისფეროზე საუბრობს – მარცხენასა და მარჯვენაზე. მისი თქმით ორივე განსხვავებულად ფუნქციონირებს, გააჩნია, რომელი მათგანია დომინანტ პოზიციაში. მისი კვლევების მიხედვით შეგვიძლია ჩვენი ფიქრები და პიროვნული თვისებები უკეთ გავიგოთ, ეს კი მხოლოდ ერთ ტესტშია მოცემული.

მიჰყევით სტატიას და გაიცანით თქვენი თავი უკეთ!

შეხედეთ და მაშინვე თქვით, რომელ ცხოველს დაინახავთ პირველად!

ახლა კი ქვემოთ ჩაიხედეთ, რათა უკეთ გააანალიზოთ შედეგი.

ვეფხვის თავი

თქვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო მარჯვენაზე აქტიურია. თქვენ ანალიტიკური ადამიანი ხართ, მიზანდასახული და ორგანიზებული. პრობლემებს ჭრით ლოგიკური გამოთვლებით, ობიექტურად.

ზოგჯერ გადაწყვეტილების მისაღებად დიდხანს ფიქრი გჭირდებათ, ამიტომ შემდეგ ადამანტივით მყარი ხდებით. ადამიანს პერიოდულად თავმდაბლობაც არ აწყენს, ამიტომ სხვებსაც მოუსმინეთ.

პიროვნული თვისებები:

  • დაგეგმვა: გიყვართ სიტუაციების წინასწარ მართვა.
  • სიზუსტე: სუფთა, ნათელი მიზნები გაქვთ, ზუსტად იცით როგორ უნდა მიაღწიოთ მათ.
  • რაციონალობა: ემოციები ხელს არასდროს გიშლით მიზნის მიღწევაში.
  • ლოგიკურობა: მიდრეკილი ხართ მათემატიკისკენ, მეცნიერებისკენ..
  • რეალისტობა: თქვენი სიტყვა ნამდვილია. იქ ზღაპრების ადგილი არ არის, სწორედ ეს გეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
ჩამოკიდებული მაიმუნი

მარჯვენა ნახევარსფერო უფრო აქტიური გაქვთ. ხართ კრეატიული, ივონატორი ადამიანი. პრობლემების დროს ენდობით ინტუიციას, თუმცა ის ხშირად სწორი არ არის.

იცით, რომ ყოველი ნაბიჯი ცხოვრების გაკვეთილია, თუნდაც დამარცხდეთ. თქვენთვის მოგზაურობა ყველაფერია, თქვენ მეოცნებე ხართ და ხშირად თქვენივე მოგონილ სამყაროში მოგზაურობთ.

პიროვნული თვისებები:

  • იმპულსურობა: სპონტანური ხართ და ხშირად უეცრად იღებთ გადაწყვეტილებებს.
  • ემოციურობა: ბევრ რამეზე ფიქრობთ, ემოციები ზოგჯერ ძალიან გიტაცებენ.
  • კრეატიულობა და არტისტულობა: გიყვართ მუსიკა, ხელოვნება და სხვა კრეატიული დისციპლინები.
  • ინტუიციური: არ ადგენთ სიას და გეგმებს, პრობლემებს მხოლოდ ინტუიციით წყვეტთ.
  • მეოცნებე: ოცნებები თქვენთვის მიზნებზე უპირატესია.

გახსოვდეთ, ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთობლივად მუშაობს და ავსებს ერთმანეთს. ასე რომ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პასიური მხარის გააქტიურებაც.

რომელი ფოტო დაინახეთ პირველად? მაიმუნი თუ ვეფხვი? დაემთხვა პიროვნული თვისებები? შეგვატყობინეთ კომენტარების სახით. სტატია კი მეგობრებს გაუზიარეთ, რათა მათაც სცადონ იგივე.

Loading...