ვასხამთ თბილ სპრაიტს ცომში. ეს არის საუკეთესო ოლადები მსოფლიოში.

დაიმახსოვრეთ! თუ ოლადებს ამზადებთ კეფირზე, ის აუცილებლად ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ცივი კეფირის გამოყენებისას ოლადები არ აიწევა. მეორე ეშმაკობა: ოლადების ცომმა უნდა დაისვენოს 15 წუთით, აუცილებლად დატოვეთ ის. არასოდეს არ მოურიოთ ცომს შეწვის წინ, ეს ოლადებს სიფუმფულეს დაუკარგავს. დაბოლოს, ოლადები მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე, დახურული ხუფის ქვეშ. როგორც კი ბუშტუკებს შეამჩნევთ, მაშინვე გადააბრუნეთ.

ოლადებისთვის სიფუმფულის მისანიჭებლად, კვლავ ერთ ეშმაკობას შემოგთავაზებთ: ეს არის ცოტა გაზირებული სპრაიტის დამატება და ისინი ხდება საუკეთესო.

როგორ მოვამზადოთ ფუნფულა ოლადები

ინგრედიენტები

ნახევარი ჭიქა ფქვილი

ნახევარი ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

120 გრამი კარაქი

ნახევარი ჭიქა არაჟანი

ერთი ჭიქა სპრაიტი

მომზადება

1. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

2. დაამატეთ გამდნარი კარაქი, არაჟანი და სპრაიტი.

3. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიიღეთ რბილი, ჰაეროვანი ცომი. საჭიროების მიხედვით დაამატეთ ფქვილი. მოათავსეთ ცომი მაგიდაზე და ნაზად გაასწორეთ.

4. ფორმების დახმარებით ამოჭერით ცომიდან ფირფიტები.

5. ოლადები შეწვით ზეთში.

6. ფუმფულა ოლადები საფუარის გარეშე მზად არის!

აი ასეთი გამოდის ჩვენი რჩეული ოლადები კეფირისა და საფუარის გარეშე. ისინი უჩვეულოდ გემრიელია, დაუყოვნებლივ გასინჯეთ და მოუყევით მეგობრებს ამ შესანიშნავი რეცეპტის შესახებ. ისინიც დააფასებენ ამას!

Loading...