პეტერბურგელმა 54 წლის ონკოლოგმა ფეხზე დააყენა გოგონა, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა. ,,მის მკურნალობაზე ყველა ექიმი უარს ამბობდა…”

ონკოლოგი ევგენი ლევჩენკო თავისი საქმის ნამდვილი პროფსიონალია. მას ოცწლიან პრაქტიკაში ჩატარებული აქვს 1500ზე მეტი ოპერაცია და გადარჩენილი ჰყავს ასობით პაციენტი.

2009 წელს მან გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და პაციენტს ამოკვეთა 70 მეტასტაზი ფილტვიდან. გოგონა გამოჯანმრთელდა.

ჩვენ მოგიყვებით გენიალურ ქირურგზე და შესანიშნავ ონკოლოგზე ევგენი ლევჩენკოზე, რომელმაც ძირეულად შეცვალა ონკოლოგიური ავადმყოფებისადმი მიდგომა.

ევგენი ლევჩენკო

ყველაზე უნიკალური ოპერაცია ექიმმა ჩაატარა 2009 წელს. 17 წლის ირინა დაავადებული იყო ოსტეოსარკომის მეოთხე სტადია, მას მარჯვენა ფილტვში 28 მეტასტაზი ჰქონდა, 42 – მარჯვენაში.

ევგენიმ ოპერაცია გადაწყვიტა. მან მარჯვენა ფილტვიდან 42ვე მეტასტაზი ამოიღო, ხოლო მარცხენადანაც სრულად 28.

,,ემოციურად ეს იყო ყველაზე რთული ოპერაცია. სირთულე იმაშია, რომ არსებობს მიკრომეტასტაზები – ესე იგი, იქნება რეციდივი. თუ რომელიმე ექიმი მეტყვის, რომ მან 42 მეტასტაზი ამოკვეთა, მე ზუსტად ვუპასუხებ, რომ იქნებოდა 43-ეც, რომელიც მან ვერ იპოვა.” – ამბობს ლევჩენკო.

ოპერაციისას ექიმმა გამოიყენა მის მიერ შემუშავებული იზოლირებული ქიმიოპერფუზიის მეთოდი. დაზიანებული ორგანო სისხლის მიმოქცევის სისტემას ეთიშება და მეტასტაზები ქიმიური პრეპარატებით მუშავდება.

წარმატებული ოპერაციის გამო, ექიმს მიენიჭა პერელმანის პრემია, ხოლო მთავარი ჯილდო მიიღო არა ექიმმა, არამედ პაციენტმა გოგონამ – მისი პრემია სიცოცხლეა

,,დღესდღეობით გოგონა 26 წლისაა, ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და პერიოდულად უტარდება გამოკვლევები.” – ჰყვება ევგენი ლევჩენკო.

 

,,არსებობს ასეთი ბუდისტური იგავი ადამიანზე, რომელიც გაექცა ვეფხვს, მიირბინა უფსკრულის ნაპირამდე და ქვემოთ კიდევ ერთი ვეფხვი დაინახა. ის გადახტა და ტოტს ჩაეჭიდა. ხემ დაიწყო ტყდომა. უცებ კაცმა კენკრა დაინახა, მისწვდა და შეჭამა. მან იგრძნო, რომ ეს ყველაზე გმრიელი კენკრა იყო მის ცხოვრებაში. როცა ჩვენ პაციენტს ვაძლევთ 6, 12 თვეს, 5 წელს და ა.შ. ცხომრების გემოს შეგრძნება სულ სხვა არის.” – თვლის ქირურგი. საკუთარ სულიერ წონასწორობას კი ევგენი ლევჩენკო იოგისა და მწვანე ჩაის დახმარებით ინარჩუნებს.

,,შემიძლია გირჩიოთ: მწვანე ჩაი უნდა შეინახოთ საყინულეში, რადგან ის ფერმენტირებას აგრძელებს. გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად, ჩაის არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ჟანგბადთან.” – ამბობს ევგენი. 

,,როცა საოპერაციო მაგიდასთან მივდივარ, დრო ჩერდება. ხოლო როცა ვამთავრებ, ვინტერესდები, რა დრო გავიდა. ერთ ეტაპს მეორე ეტაპი ცვლის, ოპერაციას – ოპერაცია. როდესაც ყოფილი პაციენტები მოდიან წლების შემდეგ, ან მირეკავენ და ამბობენ: ,,დღეს 15 წელია, რაც ოპერაცია გაუკეთეთ მამაჩემს. მან მთხოვა დიდი მადლობა გადმომეცა თქვენთვის, ის ძალიან კარგად არის” – ეს მაძლევს ძალებს.” – გვიყვება ქირურგ-ონკოლოგი.

მოგეწონათ ეს ისტორია? აუცილებლად გაუზიარეთ ის სხვებსაც!