12 მიზეზი, რის გამოც კაცები ქალის უკანალს აღმერთებენ


1. აკრძალული ხილი უფრო ტკბილია

ბიჭებმა უმეტეს შემთხვევაში იციან, რომ ეს ის ადგილია, სადაც მათ შესვლა აკრძალული აქვთ. მათ ამ სხეულის ნაწილით ბოლომდე დატკბობა არ შეუძლიათ და სწორედ ამიტომ, იგი ყველაზე მეტად მიმზიდველი ხდება.

2. ვიზუალი

კაცები ვიზუალის მოყვარული არსებები არიან. უკანალი კი მარტივად რომ ვთქვათ, კარგი საყურებელია. მამაკაცები შეხედავენ თვალებს, თმას, სხეულს და აუცილებლად მის უკანა ნაწილს. ისინი დიდ დროს დახარჯავენ იმაზე ფიქრში, მოსწონთ თუ არა ეს კონკრეტული უკანალი და რატომ.

3. სასიამოვნო შეხება

დიდი უკანალი სწორი ფორმებისა და ცხიმის შემთხვევაში იდეალურ ბალიშად შეიძლება გამოვიყენოთ. ასევე ხელის გასათბობ საშუალებად და უბრალოდ იდეალური გამრთობი ფუნქციის მქონე სხეულის ნაწილად.

4. იდეალური ადგილი ხელის დასასვენებლად

უამრავი მამაკაცის აზრით, შეყვარებულთან ჩახუტებისას ხელების უკანალზე შემოხვევა აუცილებელი მომენტია. თუკი ეს ნაწილი სასიამოვნო ფორმისაა და იდეალურად შეიძლება მათი მოჭყლეტვა, მაშინ ეს უფრო სასიამოვნო პროცესია.  ეს მართლაც იდეალურად იწვევს მათ აღგზნებას, ხოლო საძინებელში სექსუალური გართობისას ქალის უკანალზე ხელების შემოწყობა საუკეთესო ოცნებად ითვლება.

5. იდეალურად გამოიყურება ჯინსებში

აქ ქალებისა და კაცების აზრი იყოფა. გოგონებს უნდათ, რომ ჯინსებმა ისინი გრძელი და გამხდარი ფიგურით გამოაჩინონ, ბიჭებს კი ჯინსებში მოქცეული ფორმები უფრო მომრგვალო ვიზუალით ხიბლავთ. მათ მოსწონთ, როდესაც ჯინსებს სხეული წელავს.

6. ჯანსაღი სხეულის ნიშანი

აწეული, ფორმაში მყოფი მრგვალი უკანალი იმას ნიშნავს, რომ მისი პატრონი ვარჯიშობს და საკუთარი სხეულის ფორმებზე ზრუნავს. საკუთარ სილამაზესთან ასეთი დამოკიდებულება ბიჭების თვალში მართლაც მომხიბვლელი და დასაფასებელია.

7. ნაყოფიერება

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დიდი უკანალის მქონე გოგონებისთვის მშობიარობა ბევრად უფრო მარტივ პროცესია. ეს კაცების ქვეცნობიერს ავტომატურად ხიბლავს. ეს მათ გენეტიკურ კოდშია და დაუფიქრებლად ამჯობინებენ ასეთი პროპორციის მქონე სხეულით მათ პარტნიორს.

8. ჩახუტება

ყველას ურჩევნია, რომ პარტნიორთან ჩახუტებისას მკვრივი და მომრგვალებული ფორმები იგრძნოს. ასეთი კომფორტული ჩასახუტებელი ნაწილი კი სწორედ უკანალი შეიძლება იყოს. მათთან ჩახუტებული დაძინება თითქმის ყველას ძალიან უყვარს.

9. ინტუიცია

მეცნიერების აზრით, ქალებს ინტუიცია და უკანალის ფორმები ერთ ასაკში უყალიბდებათ და მათი სიდიდე შესაძლოა პროპორციულად დაკავშირებულიც კი იყოს. დიდი უკანალის მქონე ქალები მაღალი დონის სოციალური უნარებით გამოირჩევიან.

10. ნარკოტიკი

ერთ–ერთი კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ უკანალი კაცების ტვინში სწორედ იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც ნარკოტიკისა და სასმელის მიღებისას იწყებს მოქმედებას. შესაბამისად, ამ სამი რამის ყურება და დაუფლება კაცისთვის ერთნაირი სიამოვნება შეიძლება იყოს.

11. წელის სივიწროვე

დიდი უკანალი წელს უფრო ვიწროს აჩენს და თუკი ის წელის ზომას კარგად შეეფერება პროპორციულად, მაშინ ეს საუკეთესო ვიზუალური ასპექტია მამაკაცისთვის.  ეს წელზე ხელის შემოხვევასაც უფრო სასიამოვნოს ხდის.

12. დაბალი ქოლესტეროლი

გოგონები, რომლებიც დიდი უკანალით გამოირჩევიან, ქრონიკული დაავადებების რისკი ნაკლებად აწუხებთ. ცხიმი, რომელიც უკანალში გროვდება მუცლის არის მაგივრად, თითქმის სრულიად უსაფრთხოა და გულისა და სხვა ქრონიკული დაავადებების გამოწვევის შანსებს ამცირებს.

მსგავსი სიახლეები