პირველი ნაბიჯი ართრიტისგან განსაკურნებლად: ამოიღეთ რაციონიდან სახსრებისთვის სახიფათო პროდუქტები

ართრიტი – საშინელი დაავადებაა, რომელიც ნამდვილი წყევლაა ხანდაზმულებისთვის. თუმცა არცთუ იშვიათად გვხვდება ახალგაზრდებში და ბავშვებშიც კი. მისი განვითარების სხვადასხვა მიზეზი არსებობს, დიეტოლოგები ყველაზე ხშირად ართრიტს უკავშირებენ არასწორ კვებას.

ჩვენ მოგიყვებით, რა პროდუქტები უნდა ამოიღოთ რაციონიდან, რათა სახსრებმა არ შეგაწუხოთ. გამცნობთ ართრიტის სახალხო მეთოდებით მკურნალობის შესახებაც.

სახსრების მკურნალობა ოპერაციის გარეშე

საკვირველია, რომ მრავალი პროდუქტი, რომელიც უსაფრთხოდ და სასარგებლოდაც კი მიგვაჩნია, რეალურად ანგრევს ჩვენს ორგანიზმს.

1. ჭიჭყინა (კილკა)

ვიღაც იფიქრებს, რომ ჭიჭყინა მარილის შემცველობის გამოა სახიფათო, თუმცა ეს ასე არ არის. ეს პროდუქტი შეიცავს პურინებს – ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს ნიკრისის ქარს. ჭიჭყინას რეგულარული გამოყენების შემდეგ ორგანიზმში შარდმჟავას რაოდენობა იზრდება, რომელიც რჩება სახსრების ზედაპირზე და აზიანებს მათ.

2. მზესუმზირას მარცვლები

ეს მარცვლები შეიცავს ბევრ ომეგა 6 ცხიმოვან მჟავას, რომლებიც საზიანოა ორგანიზმისთვის. ისინი იწვევს სახსრებისა და კანის დაავადებებს (ეგზემა, აკნე). ომეგა 6 ლაგდება სახსრებში და აძლიერებს ტკივილს, რადგან იწვევს ხრტილების გათხელებას.

3. მაგარი ყველი

პროდუქტი შეიცავს კალციუმის იონებს და თუმცა, მაგარი ყველი სასარგებლოა, მისი ხშირი გამოყენება იწვევს კუნთების სპაზმს და სახსრების ტკივილს.

ართრიტის მქონე ადამიანებში ეს სამი პროდუქტი აკრძალულია, რადგან ისინი ართულებს დაავადების მკურნალობას. ხოლო მათ, ვისაც სახსრის პრობლემა ჯერ არ აწუხებს, ვურჩევთ, რომ მოცემული პროდუქტები მცირე რაოდენობით მიიღონ. გვახსოვდეს, რომ ყველაფერი კარგი სასარგებლოა ზომიერების ფარგლებში.

ცუდია ის, რომ ართრიტის განკურნება შეუძლებელია ქირურგიული ჩარევითაც კი. ამიტომ დაავადების სიმპტომების შემსუბუქებისთვის საუკეთესოა ართრიტების მკურნალობა ხალხური საშუალებებით.

ართრიტისგან გათავისუფლების ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა – მკურნალობა ვაშლის ძმრით. საკვების მიღების წინ (არაუმეტეს 5ჯერ დღეში), უნდა მიიღოთ ჭიქა წყალში ჩამატებული ვაშლის ძმარი (საკმარისია 1 ჩაის კოვზი ძმარი 1 ჭიქა წყალზე). მკურნალობის კურსი გრძელდება 2 კვირა. თუ ადამიანს აწუხებს კუჭი, ძმრის დოზა შეამცირეთ ორჯერ, მაგრამ კურსი უნდა გაიზარდოს 2-4 კვირამდე.

სახსრების ტკივილისგან გვიცავს ნიორიც. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით 5 თავი ნიორი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და დადგით ბნელ ადგილას 10 დღით. ნაყენი მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ყოველ ჭამამდე.

სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად, ხალხური მეთოდები საკმარისია. ყველა ადამიანმა საკუთარი წესი უნდა შეარჩიოს.

გაუზიარეთ სტატია სოციალური ქსელის მეგობრებს, დაე, ვისაც სახსრები აწუხებთ, მათაც იპოვონ აღნიშნული მეთოდები და გათავისუფლდნენ პრობლემისგან!