აირჩიეთ 2 ცხოველი და ტაროს კარტი გეტყვით რა გელით 2020 წელს

აღმოსავლეთი ნამდვილი სიბრძნის წყაროა. სწორედ იქიდან მოდის მათემატიკა, ჭადრაკი, ფაიფური თუ ქაღალდი. სია უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ. ჯენ-ბუდიზმი კი ფილოსოფიური სწავლებაა, რომელიც ჰარმონიის და სიმშვიდის დაუფლებაში გვეხმარება.

წარმოგიდგენთ უჩვეულო ჰოროსკოპს, რომელიც ოშო ჯენის ტაროს კარტს ეფუძნება. უბრალოდ აირჩიეთ 2 ცხოველი, რომლების მიმართ გრძნობთ ყველაზე დიდ სიმპათიებს? ისინი წლის მთავარ საიდუმლოებებს გაგიმხელენ.

კატა – გულუბრყვილო

სამსახურში მონოტონურობა და მოწყენილობა შეგიპყრობთ. მოგინდებათ იქაურობას გაეცალოთ, მაგრამ თქვენი ხსნა მოთმინება და სიმშვიდის შენარჩუნება იქნება. მას შემდეგ, რაც გასაჭირს გადაიტანთ, ბედი საჩუქრებით გაგანებივრებთ.

სიყვარულში ქარიშხალი და შტორმი გელით. სინანულის და მარტოობის განცდამ შესაძლოა შემოგიტიოთ, მაგრამ სიმტკიცე და გამძლეობა მას დაამარცხებს. სჯობს შეჩერდეთ, კარგად დაფიქრდეთ და არ იჩქაროთ.

ცხენი – მერყევი

როგოც ცნობილია, ცხენები სამუშაო პროცესით ტკბებიან, ვიდრე საბოლოო შედეგით. ასე ნებისმიერ საქმეში ჰარმონიას მიაღწევთ, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი. მთავარია გესმოდეთ, რომ შრომას სარგებელი მოაქვს.

სანამ, სერიოზულ ურთიერთობას გადაწყვეტთ ან არსებულთან ახალ ეტაპზე გადახვალთ, თქვენ თავში უნდა გაერკვეთ როგორი მომავალი გსურთ. გაარჩიეთ ის პარტნიორთან და დაგეგმეთ ერთად.

ირემი – თავგადასავლების ძიება

ამ წელს მოგეჩვენებათ, რომ ყოველ ნაბიჯზე ფინანსური საფრთხე გელით: დაუგეგმავი ხარჯები, ჩაშლილი გეგმები, არამომგებიანი კონტრაქტები… შეუტიეთ თქვენ შიშებს და აჩვენეთ ვინაა აქ დიასახლისი!

თქვენი მგრძნობიარე ნატურა ნებისმიერ უთქმელობას პირად წყენად მიიღებს. ყოფილი ურთიერთობების ნეგატიურმა გამოცდილებამ შესაძლოა ახალ პარტნიორებთან დაგაშოროთ. დამშვიდდით და აიღეთ პაუზა.

ბუ – არამიმნდობი

ეს წელი ბევრი არასასიამოვნო შეხვედრით და საქმით იქნება სავსე. გამოიყენეთ განყენებულობის თვისება და ყველაფერს გვერდიდან შეხედეთ. მხოლოდ ცივსისხლიანობა გიხსნით უსიამოვნებებისგან.

ეცადეთ აირჩიოთ არა გონებით, არამედ გულით. მაშინაც კი თუ შეცდით, საოცარ გამოცდილებას მიიღებთ. ცუდი გამოცდილება უკეთესია, ვიდრე მისი საერთოდ არ ქონა.

ლეკვი – მეგობრული

2019 წელი გუნდურ მუშაობას გასწავლით. თუ მიეჩვიეთ ვალდებულებები სხვას გადაულოცოთ, ახლა პასუხის გაცემა თავადაც მოგიწევთ. თუ ყველაფერზე თავად პასუხობთ, მაშინ გამოჩნდება თანასწორი, ვისთანაც საქმის გაანწილებას შეძლებთ.

სასიყვარულო ფრონტზე როგორც წინსვლა, ასევე მოულოდნელი დაცემებია მოსალოდნელი, ასე რომ სჯობს ფრთხილად იყოთ და მეგობრობაზე კონცენტრირდეთ.

ძროხა – ჩვეულებრივი

ჩვეულებრივი სამუშაოც კი არ იქნება ადვილი, თუ არ იცით რას კიდებთ ხელს. სჯობს ნაწილებად და ყოთ და მოწესრიგებულად, მიყოლებით აკეთოთ. მაშინ შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

იმის მაგივრად, რომ მეორე ნახევრისგან რამეს ელოდებოდეთ, დაფიქრდით, რისი მიცემა შეგიძლიათ თავად. კონცენტრირება მოახდინეთ ურთიერთობის ჰარმონიაზე და წვრილმანებს დიდ მნიშვნელობას ნუ მიაქცევთ.

ლომი – უდრეკი

თქვენი სიმკაცრე და ლიდერული თვისებები ყოველთვის ხდებოდა შეუდარებელი რეპუტაციის მიზეზი. არ უღალატოთ პრინციპებს და ვერავინ შეგაჩერებთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

თქვენი ცივი გონება ფინანსურ საკითხებში სასიყვარულო საქმეებზე არ გავრცელდება. კვლავ ბოლომდე გადაეშვებით სიყვარულში, გამოხატავთ ვნებას. უბრალოდ იყავით საკუთარი თავი.

Loading...