კანმა დაბერება დაიწყო? ვიტამინი Е-ს სწორად გამოყენება დავიწყე და მეგობრები შოკში ჩავაგდე

ვიტამინი Е რეპროდუქციული სისტემის ვიტამინებს მიეკუთვნება და ქალისთვის ძალიან სასარგებლოა. მის გარშე ვერცერთ გინეკოლოგიურ დაავადებას ვერ განკურნავთ. ის აუცილებელია კვერცხუჯრედის განვითარებისთვის. როცა ქალი მის ნაკლებობას არ განიცდის, თავს ჯანმრთელად და ლამაზად გრძნობს.

ვიტამინი E ნაოჭების გაჩენას აფერხებს და კანს შიგნიდან კვებავს და ატენიანებს. თუ მას რეგულარულად და საჭირო რაოდენობით გამოიყენებთ, დაბერების პროცესს 5-10 წლით გადადებთ. ვიტამინი E მშვენიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს იცავს. მისი ნაკლებობის დროს იმუნიტეტი სუსტდება.

ტოკოფეროლი, ვიტამინი E-ს შემადგენელი ნაწილი, ტოქსინებს გამოდევნის და ქსოვილის რეგენერაციაში აქტიური წვლილი შეაქვს, ასევე ჰორმონების მუშაობას არეგულირებს.

ვიტამინ E-ს შემდეგი პროდუქტები შეიცავენ: სოიოს, ხორბლის, მცენარეული, სიმინდის ზეთი, ნუში, მარგარინი, ნიგოზი, სიმინდი, ქოქოსის და ზეითუნის ზეთი, ლობიო, ბარდა, ქაცვი, ასკილი, შვრია და აშ.

ვიტამინ E-ს ძირითადად ცხიმიანი საკვები შეიცავს, ამიტომაც დიეტაზე მყოფი ქალები მის ნაკლებობას განიცდიან. არადა, მის გარეშე ნორმალური ნივთიერებათა ცვლა წარმოუდგენელია. E-ს დეფიციტი კანის მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას.

ვიტამინი E-ს ნაკლებობის ნიშნებია: მშრალი თმა და კანი, ნაოჭები, დეპრესია, აპათია… გამოდის, ის არამარტო ფიზიკურ, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას.

რა უნდა ვქნათ, თუ საკვებთან ერთად ამ ვიტამინს ვერ ვიღებთ? შეგიძლიათ ის სინთეტიკური სახით დალიოთ. შეიძინეთ აფთიაქში კაფსულების სახით და მიიღეთ შეფუთვაზე დატანილი დოზის მიხედვით. დღიურმა ნორმამ 15 მგ-ს არ უნდა გადააჭარბოს.

არ მიიღოთ ვიტამინ D-სთან ერთად, ვიტამინი E-ს მიღება სასურველია ვიტამინ A-სა და C-ს კომპლექტში.

იმისთვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ, ცხიმიან საკვებთან ერთად მიიღეთ დღის პირველ ნახევარში. არ მიაყოლოთ ყავა, რძე ან წვენი.