მეზობელი სახამებელს პაკეტებით ყიდულობს ხოლმე. როცა გავიგე რაში იყენებს, მთელი თარო შევიძინე.

ეს უგემური ფხვნილი დღეს ძალიან აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კულინარიაში. მედიცინის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ კარტოფილის სახამებელს დადებითი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ბევრს უკვირს ფაქტი, რომ ეს პროდუქტი კოსმეტიკური გზითაც ხშირად გამოიყენება. ერთი სიტყვით, სახამებლის შესაძლებლობები უნდა გადავაფასოთ.

სახის კანის მოვლა

გააკეთეთ საშინაო ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის. აურიეთ 0.5 ჭიქა თბილი წყალი, 2 ს.კ. სახამებელი და ცოტაოდენი დამატენიანებელი კრემი. წაისვით მასა სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ. ჩამობანისთვის დიდი რაოდენობით წყალი დაგჭირდებათ. ნიღაბი კვირაში სამჯერ დაიდეთ.

შუშის გარეცხვა

სარეცხი საშუალების მოსამზადებლად, 1 ჭიქა ძმარი, ნახევარი ლიმნის წვენი, 1 ჭიქა წყალი და 2 ს.კ. სახამებელი დაგჭირდებათ. აურიეთ ინგრედიენტები, ჩაასხით პულივიზატორში და გარეცხეთ ფანჯრები.

ვერცხლის ჭურჭლის გასუფთავება

ვერცხლის ჭურჭლის მოვლა რთულია. ამ დავალებას სახლში გაკეთებული სახამებლის პასტა შეგიმსუბუქებთ. აურიეთ 4 ს.კ. ძირითადი ინგრედიენტი 50 მლ წყალს. გამოიყენეთ ხელსახოცი, გაასუფთავეთ ვერცხლი და დაუცადეთ სანამ ჭურჭელი სითხეს შეიწოვს.

ცხიმიანი ლაქების მოშორება

თუ ცხიმიანი ლაქები დარჩა ტანისამოსზე ან დივაზე, თამამად გამოიყენეთ სახამებელი. მოამზადეთ სპეციალური გამასუფთავებელი საშუალება 50 მლ რძისგან და 4 ს.კ. სახამებლისგან. აურიეთ ერთ მასამდე, დაადეთ ლაქას და დატოვეთ ღამით. როცა პასტას გაშრება, მოაშორეთ.

უსიამოვნო სუნის გაქრობა

ეს თქვენს ფეხსაცმელს ეხება. თუ გსურთ ძვირადღირებული საშუალებების გარეშე სწრაფად მოაშოროთ არასასიამოვნო სუნი, წაუსვით სახამებელი და დატოვეთ ღამით. დილით მტვერსასრუტით გაასუფთავეთ.

ამარტივებს გაუთოებას

თუ დაუთოება არ გიყვართ, უბრალოდ აურიეთ 2 ჭიქა წყალი და 1 ჩ.კ. სახამებელი. ჩაასხით პულივიზატორში და დაუთოებამდე ტანსაცმელი დანამეთ.

წიგნებიდან ობის მოშორება

გამოეყენეთ ცოტაოდენი სახამებელი, რათა წიგნები გააცოცხლოთ. ის არასასიამოვნო სუნსაც გააქრობს.

ტანსაცმლის გასუფთავება

სახამებელი ამას უკეთ გააკეთებს ვიდრე სპეციალური საშუალება ქიმწმენდაში. აიღეთ პლასტიკური პაკეტი და მოატავსეთ მასში ნივთი, რომლის გასუფთავებაც გსურთ. ჩაასხით 2 ჭიქა სახამებელი. დაახურეთ და კარგად აჯანჯღარეთ. შემდეგ დატოვეთ მთელი ღამით და მეორე დღეს სუფთა დაგხვდებათ.

კვანძების გახსნა

ძლიერი ბაწარი გაგეკვანძათ და ვეღარ ხსნით? წაუსვით სახამებელი და უფრო ადვილად გახსნით. დროსაც უფრო ნაკლებს დახარჯავთ.

დივნის გასუფთავება

იმისთვის, რომ ავეჯი გამოიყურებოდეს როგორც ახალი, რეგულარულად უნდა გაასუფთავოთ. ამისთვის აურიეთ 1 ჭიქა წყალი 1 ს.კ. სახამებელს. დაადეთ მასა დივანს.

Loading...