42 წლის ბრიტანელმა ქალმა 20 ბავშვი გააჩინა. უბრალოდ ნახეთ, როგორ გამოიყურება მათი ვახშამი. შესანიშნავია.

ჩვენს მთავარ გმირს – სიუ რედფორდს – 20 შვილი ჰყავს. ერთი წლის წინ მან მეუღლესთან ერთად გაიგო, რომ მეოცედ გახდებოდნენ მშობლები. მაშინ მათ გადაიღეს ფოტო წარწერით ,,10 ბიჭი და 9 გოგო. ეს ბავშვი გახდება მე20”.

გოგონებისა და ბიჭების თანაბარი რაოდენობა არ გამოვიდა. ქვეყანას კიდევ ერთი ბიჭი მოევლინა. სიუ ამბობს, რომ ეცდებიან, ამ მრგვალ და ლამაზ რიცხვზე შეჩერდნენ.

სიუ მეუღლეს – ნოელს – რომელიც მასზე 4 წლით უფროსია – შეხვდა, როცა 7 წლის იყო. უკვე 14 წლისამ მან პირველი ბავშვი გააჩინა, რომელსაც კრისი დაარქვა.

საინტერესოა, რომ სიუს მეუღლემ გაიკეთა ვაზექტომია, როცა სიუ მეცხრე ბავშვზე იყო ორსულად. თუმცა წყვილს შემდეგ ისევ მოუნდა ბავშვი და ჩატარდა შექცევადი ოპერაცია.

წყვილი აღიარებს, რომ ადრეულ ასაკში მშობიარობის შემდეგ არც კი ფიქრობდნენ, რომ კვლავ 19ჯერ გახდებოდნენ მშობლები. ოჯახი სახელომწიფოსგან არანაირ დახმარებას არ იღებს. მამას თავისი ბიზნესი აქვს ნამცხვრების წარმოებაში.

კვირის განმავლობაში რედფორდები მხოლოდ 300 ფუნტს ხარჯავენ, ასევე ისინი 100-100 ფუნტს გამოყოფენ დაბადების დღეებზე, და დიდ თანხებს შობის აღსანიშნავად. გარდა ამისა ოჯახი წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ ისვენებს.

2013 წელს მათზე რეალითი შოუ გადაიღეს, მაშინ ჯერ 16 შვილი ჰყავდათ.

ოჯახი ცხოვრობს დიდ სახლში, სადაც 10 საძინებელია. სახლის ფასი 240 000 ფუნტია.

არსებული ბავშვების გვერდით ერთი ფეხმძიმობა წარუმატებლად დასრულდა. ბიჭი, რომელსაც სახელად ალფი შეურჩიეს, ორსულობის 23ე კვირაში გარდაიცვალა. სამაგიეროდ, სიუ და ნოელი არამხოლოდ მშობლები არიან, არამედ უკვე ბებია-ბაბუაც. მათ უფროს გოგონას უკვე საკუთარი შვილები ჰყავს.

მე რთულად წარმომიდგენია რომელიმე მათგანის ადგილას ყოფნა – ბავშვი იქნება ეს თუ მშობელი. რაც მთავარია, ისინი ბედნიერები არიან და ტკბებიან თავიანთი ოჯახით.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ღირს ამდენი ბავშვის გაჩენა? ნუთუ ყველა მათგანი საკმარის ყურადღებას და სითბოს მიიღებს მშობლებისგან? გაგვიზიარეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში.