ცომი რბილია, როგორც ბუმბული. ეს ერთი ინგრედიენტის დამსახურებაა.

ღვეზელები ბავშობასთან ასოცირდება და ყველას ძალიან უყვარს. გახსოვთ ბებიების და დედების მიერ გამომცხვარი ღვეზელები, რომლებიც ყოველთვის რბილი, ჰაეროვანი და ფუმფულა იყო? ახლა საიდუმლო მეც ვიცი! ყყველაფერი ცომზეა დამოკიდებული. ზოგი მასში რძეს ურევს, ზოგი წყალს. ჩვენს ოჯახში არაჟანს ან კეფირს.

ინგრედიენტები

არაჟანი 250მლ

კეფირი 100მლ

კვერცხი 1ც

მზესუმზირის ზეთი 2 ს.კ.

სოდა 1 ჩ.კ.

მარილი 0.5 ჩ.კ.

შაქარი 1 ჩ.კ.

ხორბლის ფქვილი 400გ

კაროტფილი 300გ

მომზადება

ერთ ჭურჭელში აურიეთ კეფირი, არაჟანი, მზესუმზირის ზეთი, კვერცხი, შაქარი და მარილი. დაამატეთ სოდა და ფქვილი. დაამზადეთ ცომი.

მოამზადეთ შიგთავსი. მაგალითად, მოხარშეთ კარტოფილი და გააკეთეთ პიურე. შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსი აარჩიოთ.

გაყავით ცომი ნაწილებად. გააბრტყელეთ, დაადეთ შიგთავსი და მიეცით ღვეზელის ფორმა.

გააცხელეთ ზეთი ტაფაზე. შეწვით ნელთბილ ცეცხლზე.

ღვეზელები ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსეთ, რათა ზედმეტი ზეთი გამოიწუროს. შეინახეთ პლასტიკურ ჭურჭელში და დაახურეთ თავზე. სუფრაზე მტანისას გაციებული ღევზელები შეგიძლიათ გაათბოთ და ახლებივით იქნება. ცომი რბილი, ფუმფულა და გემრიელია.