სანამ ამას ვისწავლიდი ბრინჯით მართლაც ფლავი გამომდიოდა და ცომდებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა.

ბრინჯი— მშვენიერი გარნირია თითქმის ყველა ბოსტნეულის კერძისთვის. 80% ნახშირწყლები, მინიმალური რაოდენობის მარილი მას პოპულარულ კერძად აქვს ბავშვებში და საკმკურნალო დიეტის დამცველებში.

ბრინჯის სახეობები – ძალიან ბევრია. ყველაზე სასარგებლოდ ველური ან გაუსუფთავებელი ბრინჯი ითვლება. დამუშავების შემდეგ მარცვლები მთლიანად ინარჩუნებენ ფორმას, მაგრამ ამგვარი ბრინჯის ფასი ჩვეულებრივზე მაღალია.

თუ გსურთ იაფი ბრინჯისგან ჯადოსნური გარნირი მოამზადოთ, ამ ხერხს მიმართეთ:

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 400 მლ წყალი მოხარშვისთვის
  • 40 გ ნაღების კარაქი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

ღრმა ჯამში მარცვლებს წყალი დაასხით, ხელებით საგულდაგულოდ აურიეთ, გაიმეორეთ პროცედურა იქამდე, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება.

ჩაყარეთ წყალგამოვლებული ბრინჯი ცივ წყალში, დაახურეთ ქაღალდის ხელსახოცი და დატოვეთ 2 სთ.

წყალში, რომელშიც ბრინჯი გაიჟღინთა, კიდევ ერთხელ გარეცხეთ მარცვლები. გადაიტანეთ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რამდენიც ინგრედიენტებშია მითითებული.

მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხარშეთ ინტენსიურ ცეცხლზე 3 წთ. ამ ეტაპზე დაამატეთ მარილი და ნაღების კარაქი. დაახურეთ თავსახური. გამორთეთ ცეცხლი და 30 წთ დატოვეთ.

3 წუთიანი აქტიური ხარშვის შედეგად იღებთ გემრიელ და სასარგებლო გარნირს, სუპის ინგრედიენტს, ღვეზელების შიგთავსს.