ვიღებთ 3 ინგრედიენტს და ჭაღარა ქრება, თითქოს არც ყოფილა. ხალხური რეცეპტი მართლაც შესანიშნავია.

გახსოვთ ერთ დროს პრაქტიკულად ყოველ მეორე ქალს სურდა თმის ფერის შეცვლა, შეღებვა მონაცრისფროდ? არ ქონდა მნიშვნელობა ასაკს, ყველას მოსწონდა ეს ტონალობა.გავიდა წლები და ახლა ყველას ბუნებრივი ფერის შენარჩუნება სურს მაქსიმალურად დიდხანს.

თ მათ მხარეს ხართ, არსებობს საშინაო ნიღბები, რომლებიც ჭაღარას გაჩენას ებრძვიან. საიდუმლო იდეალურად შერჩეულ ინგრედიენტებში და მათ რეგულარულ გამოყენებაშია.

რეცეპტი

მზადდება 15 წუთში. დროის დიდი ნაწილი ჯანჯაფილს მიაქვს, რადგანაც არა მისი ფესვი, არამედ წვენი გვჭირდება. აიღეთ საწური და შეუდექით საქმეს.

დაჭერით ჯანჯაფილის ფესვი და როცა წვენი გაუვა, აურიეთ 1 ჩ.კ. თაფლთან და 1ს.კ. ზეითუნის ზეთთან.

შეიზილეთ თავში. დაიდეთ მთელ სირგძეზე და დაიტოვეთ 40 წთ. შემდეგ დაიბანეთ თავი. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3ჯერ. სასურველ შედეგს მოთმინება სჭირდება, მაგრამ ასეთი საშუალებით მიაღწევთ.

ჯანჯაფილი, ზეითუნის ზეთი და ცხიმიანი თაფლი — ყველაზე ეფექტური ნარევი

ბევრს აინტერესებს რატომ უნდა შევურიოთ ერთმანეთში ეს პროდუქტები? ყველა მათგანი მდიდარი ვიტამინური და მინერალური შემადგენლობით გამოირჩევა. ჭაღარა თმაზე დადებისას კი ეფექტი საოცარია.

ჯანჯაფილი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს და მაგნიუმს. ისინი კვებავენ თმის ფოლეკულებს, აჯანსაღებენ, აღადგენენ და ქერტლის პრობლემას ხსნიან. ჯანჯაფილი ცნობილია იმით, რომ ჭაღარას ნატურალურ ფერად აქცევს.

თაფლი თმის დატენიანებას არეგულირებს, კვებავს და ბრწყინვალებას სძენს. დაიდეთ თმაზე, დაიცადეთ 1 სთ და ჩამოიბანეთ. რაც შეეხება ზეითუნიის ზეთს, ის მდიდარია A,E ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არამხოლოდ ფარავენ ჭაღარას, არამედ კურნავენ.

ჭაღარას გაქრობაში თუთია დაგეხმარებათ. სტრესი და ნერვიულობა მის ნაკლებობას იწვევს. ამიტომაც თმები ბუნებრივ სილამაზეს და ფერს კარგავენ. თუთიას დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმის ხორცი, ყველი და სხვა რძის პროდუქტები, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ვაშლი, მსხალი და კარტოფილი.