რა ელით მათ, ვინც მუდამ მიირთმევს მჟავე კომბოსტოს? გაოცდებით, ამ ინფორმაციას რომ წაიკითხავთ.

რუსული ნაციონალური სამზარეულო საკმაოდ საინტერესოა. ის მრავალი საუკუნის მანძილზე სხვადასხვა თაობის ტრადიციების მიხედვით გამდიდრდა. დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ პროდუქტებს, არამედ მომზადების ტექნოლოგიას. მათი უმრავლესობა არამხოლოდ გემრიელი, არამედ ორგანიზმისთვის სასარგებლოა.

ცხელი და ცივი სუპები
ვერცერთი ქვეყნის სამზარეულო ვერ დაიკვეხნის პირველი კერძის მსგავს მრავალფეროვნებას. რუსული სუფრა სავსეა სხვადასხვა სუპებით. ცივი სუპები სასარგებლოა იმით, რომ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს ინახავენ და შემდეგ ორგანიზმს ტოქსინების გამოდევნასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარებიან. ცხელი სუპები სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას და ნივთიერებათა ცვლას ახდენენ.

გამომცხვარი კერძები
რუსულ მენიუში კერძები აუცილებლად ცხვება. ისინი არ აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის სისტემას, ღვიძლს, არ აგროვებენ ზედმეტ ცხიმებს ორგანიზმში. კერძების მაღალ ტემპერატურაზე დიდიხნით გაჩერება მიკრობებისა და პარაზიტების გაქრობას ემსახურება.

მჟავე კომბოსტო
ტრადიციული რუსული სამზარეულო წარმოუდგენელია მჟავეების გარეშე. ყველაფერი ეს არამხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ ორგანიზმს ეხმარება კიდეც.

მჟავე კომბოსტო ხსნის ბახუსს, აძლიერებს ორგანიზმს გაციებისას, კიბოს დაავადებების რისკს ამცირებს, ორსულობისას ხსნის ტოქსიკოზს. ის გვეხმარება ვებრძოლოთ ზედმეტ წონას.

მარცვლეულის ფაფა
ყველა მარცვლეული ასტაბილურებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისგან, აკლებს წონას.

ფერმენტირებული კერძები
მაწონი, იოგურტი, არაჟანი, ხაჭო  — ეს რუსული პროდუქტებია, ნაღები და ნაღების კარაქი კი ფრანგების. ფერმენტირებული პროდუქტები ამაღლებენ იმუნიტეტს, არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, ავსებენ ორგანიზმს კალციუმით, ამაგრებენ კბილებს, თმებს და ფრჩხილებს.

ჭვავის პური
ეს პროდუქტი გეხმარებათ წონის კლებაში, აუმჯობესებს თმების, კანის, ფრჩხილებისა და კბილების მდგომარეობას.

ნატურალური ბურახი
ბურახი ისეთი გავრცელებული სასმელი იყო, რომ ხარშავდნენ არამხოლოდ ბარებში, არამედ საავადმყოფოებში, მონასტერებსა და ჯარისკაცთა ყაზარმებში.

ის ანტიბაქტერიული საშუალებაა, არეგულირებს კუჭის მიკროფლორას, მშვენივრად აცხრობს წყურვილს.

ყველა ადამიანი უპირატესობას ანიჭებს კერძებს იმ პროდუქტებისგან, რომლებსაც ბავშვობიდან მიეჩვია. მაგრამ, მთავარია მომზადების ხერხი, რომელიც კერძის სასარგებლო ღირებულებას განაპირობს.

Loading...