ამ იაფიანმა წამალმა ნახევარი აფთიაქი ჩამინაცვლა. აი მისი 7 სასარგებლო თვისება.

ქლორგექსიდინის წყლის ხსნარი — ფართოდ ცნობილი და ხელმისაწვდომი პრეპარატია. ის მედიცინაში შეუცვლელია და ქირურგიასა და კოსმეტოლოგიაში ხშირად გამოიყენება. მას სუნი არ აქვს, კანს არ აშრობს და ცხიმოვან კვალს არ ტოვებს. ყველაზე სასიამოვნოა, რომ ნებისმიერ აფთიაქში ხურდა ფულით შეძლებთ ყიდვას. ამ შეუცვლელ საშუალებას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს.

ყელში ანთებითი პროცესის მკურნალობა
თუ ყელი გტკივათ, ეს წამალი მოგირჩენთ. თავიდან ყელი თბილი (და არა ცხელი) წყლით გაათბეთ. აურიეთ 1 ს.კ. 0.05%-იანი ქლორგეკსიდინის ხსნარი და 2 ს.კ. წყალი. მიღებული სითხით გამოივლეთ ყელი 3-5 წთ-ის მანძილზე. პროცედურის შემდეგ 2 საათის მანძილზე არ მიირთვათ და არ გაიხეხოთ კბილები.

პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა
თუ ღრძილების ანთება გაქვთ, გამოიყენეთ იგივე ხერხი, რაც ყელის შემთხვევაში, მაგრამ დილა-საღამოს. ასევე ეს საშუალება ანეიტრალებს არასასიამოვნო სუნს პირში და კარიესის წარმოქმნას უშლის ხელს.

თუ ღრძილების პრობლემა არ გაქვთ, ამ ხერხს ხშირად არ მიმართოთ. რეკომენდირებულია სტომატიტის დროსაც.

ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა
ვენეროლოგები შემთვევით პარტნიორთან დაუცველი სექსუალური აქტის შემდეგ ურჩევენ სასაქესო ორგანო ქლორგექსიდინში ამოვლებული ბამბით გაიწმინდონ. ეს აქტიდან 2 საათის მანძილზე უნდა მოხდეს.

ცხოველთა თვალების მკურნალობა
ქლორგექსიდინით საყვარელ ცხოველს თვალის ანთებას დაუცხრობთ. თვალში არ მოახვედროთ, წამალი დახუჭულ თვალებზე წაუსვით, რათა ჩირქი დაცხრეს.

ფეხიდან არასასიამოვნო სუნის გაქრობა
ფეხსაცმლის არასასიამოვნო სუნისგან რომ გავთავისუფლდეთ, ქლორგექსიდინში ამოვლებული ბამბით გაისუფთავეთ. ყურადრება გაამახვილეთ თითებს შორის ადგილებზე.

გამოყენება სახეზე
ქლორგექსიდინი ანტისეპტიკური ნივთიერებაა, ამიტომაც კოსმეტოლოგები ყველა ქალს ურჩევენ. გაწმენდის ან ინექციის შემდეგ, მისი მეშვეობით გაისუფთავესთ სახე. ასევე, პილინგის შემდეგ პირველი 2 დღის განმავლობაში და ყოველთვის სახის დატენიანებამდე.

ნივთების დეზინფექცია
ტელეფონის ეკრანი ქლორგექსიდინში ამოვლებული ბამბით გაწმინდეთ. ასევე, ხსნარი ჰაერის კონდენსაციის მოწყობილობებისთვისაც გამოდგება. 200-300 მლ გამოიყენეთ, ის არანაირ კვალს არ დატოვებს.

ასევე, ქლორგექსიდინით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სპირტი და პერეკისი ბავშვებში ჭრილობების დასამუშავებლად.