ჰიპერტონიკებო ნუღარ იტანჯებით! იმისთვის რომ შეტევა აღარ დაგემართოთ, ეს მოიმოქმედეთ.

მსოფლიოში სევდიანი სტატისტიკაა: 1 მილიარდ მოსახლეობაზე მეტი ჰიპერტონიით იტანჯება. ის ისეთ სერიოზულ შედეგებს იწვევს, როგორებიცაა ინფარქტი და ინსულტი. ჰიპერტონიით დაავადებულმა ადამიანებმა ჯანმრთელობას და კვებას უნდა მიხედონ. წარმოგიდგენთ კვების სპეციალურ რეჟიმს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჰიეპრტონიას გაუმკლავდეთ.

დიეტა “DASH”(დიეტოლოგიური მიდგომა ჰიპერტონიის მკურნალობისას)

ეს რეჟიმი ამერიკელმა დიეტოლოგმა შეადგინეს და არტერიული წნევის შემცირებას ისახავს მიზნად. უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს დიეტა პირველ ადგილს იკავებს და ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო დიეტადაა აღიარებული.

ის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც აგვარებს: ამცირებს ქოლესტერინს, ინსულტის განვითარების შანსს, არეგულირებს წონას. ასევე გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისას.

DASH-დიეტის მთავარი პრინციპები
  1. საკვების 5-ჯერ მიღება დღეში. ყოველი პორცია არ უნდა იყოს 200 გრამზე მეტი.
  2. დღიური რაციონის კალორიულობა 2-2.5 ათასამდე უნდა მერყეობდეს.
  3. ტკბილეულის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანეთ.
  4. დღეში 2 ლ წყალი სვით. შეგიძლიათ ნებისმიერი სასმელი გამოიყენოთ ტკბილი გაზირებულის გარდა.
  5. არანაირი ალკოჰოლი და თამბაქო. დაშვებულია მხოლოდ კვირაში 1 ჭიქა კონიაკი ან ღვინო.
  6. რაციონიდან განდევნეთ მარილი! თუ ძალიან გსურთ, მხოლოდ 2 გრამი მიიღეთ დღეში.
  7. აქცენტი გააკეთეთ ხილზე, ბოსტნეულზე, უცხიმო ხორცზე, მარცვლეულზე, პარკოსან პროდუქტზე.
  8. უარი თქვით ცხიმიან, გამომცხვარ და სხვა მავნე საკვებზე.

შევადგინოთ სწორი რაციონი. ჯერ ჩამოყალიბდით, რა არის მთავარი მიზანი: გახდომა თუ გამოჯანმრთელება. გახდომის შემთხვევაში, კალორიები ნაკლები უნდა იყოს.

რა უნდა მივიღოთ

1. ბოსტნეული და ბოსტნეულის წვენები
რამდენიმე პორცია დღეში. ეს შეიძლება იყოს ბოსტნეულის სალათა, წვენი ან სმუზი. სჯობს მწვანე ფერის. გახსოვდეთ, რომ 1 პორცია მხოლოდ 1 ჭიქაა.

2. ხილი
აუცილებელია რაციონის ბალანსისთვის და ტკბილეულზე უარის მარტივად თქმისთვის. იგივეა, რაც ბოსტნეულის შემთხვევაში – დღეში 4-5 პორციაა. ერთ მიღებაზე ერთი ცალი ხილი, ნახევარი ჭიქა წვენი ან მეოთხედი ჭიქა ჩირი მიირთვით.

3. მარცვლეული
დღეში 7-8 პორცია. 1 პორცია პურის ნაჭრის ზომას გულისხმობს.

4. ცილები
უცცხიმო საკვები, რომლებიც ცილებს შეიცავენ მნიშვნელოვანია: თევზი, ხორცი, კვერცხი, ფრინველი. ყოველდღე ერთი პორცია, არაუმეტეს 200 გრამისა.

5. პარკოსანი და თხილი
ისინი ორგანიზმს ავსებენ და ანაყრებენ ამიტომაც, რაციონში აუცილებელია. კვირაში 4 პორცია.

6. უცხიმო რძე და რძის პროდუქტები 
რძე და რძის პროდუქტები რაციონის აუცილებელი ნაწილია. მიირთვით დღეში 1 პორცია.

პროდუქტების არჩევისას, აუცილებლად შეხედეთ ეტიკეტს, ხანდახან სასარგებლო პროდუქტებიც კი ბევრ შაქარს შეიცავენ.

რაზე ვთქვათ უარი? პირველ რიშგი სწრაფ კვებაზე, ჩიფსებზე, შოკოლადზე. ისინი ორგანიზმს არაფერ სარგებელს არ მატებენ, მხოლოდ ვნებენ. ასევე ამოაგდეთ ცხიმიანი საკვები, გაზიანი სასმელები, კონსერვები, ტკბილეული და შებოლილი ძეხვი.

გახსოვდეთ, რომ გახდომისთვის სპორტით დაკავებაც აუცილებელია.