ქათამს სამლიტრიან ქილაში ვამზადებ და უგემრიელესი გამოდის. აი რეცეპტი

ქათმის მომზადების რეცეპტი უამრავია: შემწვარი, მოხარშული, მოთუშული… დღეს წარმოგიდგენთ დავიწყებულ რეცეპტს: ორიგინალურად, სამლიტრიან ქილაში გამომცხვარ ქათამს. ბებიები და დედები ადრე მას სწორედ ასე ამზადებდნენ.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი ქათამი
ინგრედიენტები
  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 10 საშუალო კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 პომიდორი
  • 2 დაფნის ფოთოლო
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • მარცვლებიანი პილპილი გემოვნებით
მომზადება

ქათამი პორციებად დაჭერით, მარილი და პილპილი მოაყარეთ.

გაასუფთავეთ ხახვი, სტაფილო და კარტოფილი. პომიდორთან ერთად ყველა ბოსტნეული დაჭერით საშუალო ნაჭრებად. კარტოფილი ცალკე ჭურჭელში დაამარილეთ.

ყველა ინგრედიენტი ქილაში ფენების მიხედვით მოათავსეთ, პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი დაამატეთ. არ გაავსოთ ქილა სულ ბოლომდე. გადახურე ფოლგით.

ქილა ცივ ღუმელსი მოათავსეთ და მხოლოდ შემდეგ ჩართეთ. კერძი 180 გრადუსზე გამოაცხვეთ 1.5 საათის მანძილზე.

ქათამი ქილაში მადაა! ასე ხორცს უფრო გემრიელი გემო აქვს. თითებს ჩაიკვნეტთ….

ამ რეცეპტს მკაცრი განსაზღვრა არ აქვს. მიმართეთ ექსპერიმენტების და ყოველ ჯერზე ახლებურ კერძს მიიღებთ! ქათამს ყველა ბოსტნეული მოუხდება, სოკოც, ციტრუსებიც და კენკრაც.