ყელის წვაც ქრება და მშრალი ხველაც. მხოლოდ ბანანი დაგჭირდებათ. აი რეცეპტი


ყელის წვა და მშრალი ხველა ქმნის მრავალ დისკომფორტს და მოქმედებს განწყობასა და ზოგად ჯანმრთელობაზე. არის მრავალი საშუალება მედიკამენტების სახით მათ საწნააღმდეგოდ, მაგრამ რატომ მოვიწამლოთ ზედმეტად თავი ქიმიით და დავიხარჯოთ ფინანსურად, როცა არსებობს ხელმისაწვდომი ბუნებრივი საშუალებები?

ბანანი არამხოლოდ გემრიელი ნუგბარია, მისგან შეიძლება მომზადდეს ხველების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება.

გთავაზობთ ყელის წვისა და მშრალი ხველის საწინააღმდეგო სუპერ საშუალებას, რომელიც შეცვლის საზიზღარ ცხელ რძეს კარაქითა და თაფლით. მასში შემავალი ინგრედიენტები ხომ არაჩვეულებრივად გემრიელი და ამავე დროს სამკურნალო ეფექტის მქონეა.

ყელის მკურნალობა სახლის პირობებში

ბანანის რბილობის შემადგენლობაში არის მრავალი სასარგებლო ნივთიერება: ბეტა-კაროტინი, პექტინი, ვიტამინები В1, В2, В6, С, РР, ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ფთორი, ფოსფორი და ნატრიუმი, ფრუქტოზა და უჯრედისი. ბანანის გამოყენება კარგ გავლენას ახდენს გულის კუნთის მუშაობაზე, ასევე გვეხმარება ყელისა და ბრონხების მკურნალობაში.

ბანანის საშუალებით ასევე კურნავენ ბრონხიტს, ასე რომ, ჩაიწერეთ ამ სამკურნალო სასმელის რეცეპტი:

ინგრედიენტები:

ერთი ბანანი

ერთი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი

ერთი ჭიქა რძე

მომზადება და გამოყენება

გაფცქვენით ბანანი და ჩაჭყლიტეთ პიურეს სახით. დაამატეთ კაკაო და კარგად აურიეთ. აადუღეთ რძე და ჩაასხით მასში ბანანის ნარევი. სვით ეს კოქტეილი ცხელი, ძილის წინ, სამი-ხუთი დღის განმავლობაში, რათა ხველისგან გათავისუფლდეთ. ყელის წვის მოშორებას ერთჯერადი დალევაც ეხმარება.

ამ სასმელით შეგიძლიათ ბავშვების მკურნალობაც. სასიამოვნო გემო არ გამოიწვევს ზიზღს, როგორც ეს წამლების მიღებისას ხდება.

ასევე ეფექტურია ბანანისა და თაფლის სამკურნალო მოქმედება ხველაზე.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინფორმაცია და კომენტარებში მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებაც.

მსგავსი სიახლეები