მთელი ევროპა გიჟდება სოკოს სუპზე. აი რეცეპტი, თავად სცადეთ

ისტორიული წყაროების მიხედვით, წინაპრებმა სუპი ჯერ კიდევ მაშინ გამოიგონეს, როცა ცეცხლი პირველად დაანთეს. ევროპულმა სამზარეულომ სოკოს კრემ-სუპი გვაჩუქა, რომელმაც მსოფლიო პოპულარობას მიაღწია და ყველა რესტორნის მენიუს შემადგენლობას იკავებს. სოკოს კრემ-სუპს ზოგადად შამპინიონების აკეთებენ.

რძის პროდუქტებთან ერთად, სუპი უფრო გემრიელი ხდება. ეს ძალიან არომატული და დამანაყრებელი კერძი სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა.

სოკოს კრემ-სუპი
ინგრედიენტები
  • 300 გ შამპინიონები
  • 500 გ კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 2 ლ წყალი
  • 200 მლ კრემი
  • 1 დაფნის ფურცელი
  • მარილი, პილპილი

დაჭერით ხახვი, სტაფილო და კარტოფილი დიდ ნაჭრებად.

ქვაბში, სადაც სუპი იხარშება, მცენარეული ზეთი ჩაასხით, შემდეგ ხახვი შეწვით. დაამატეთ სტაფილო და 1 წუთი ურიეთ.

დაამატეთ კარტოფილი და ხარშეთ 2 წთ. ზეთის დამატება საჭირო აღარაა.

ცალკე მოხარშეთ 2 ლ წყალი და ჩაყარეთ ბოსტნეული. მოათავსეთ დაფნის ფურცელი და ხარშეთ სუპი 15 წუთის მანძილზე.

სანამ სუპი იხარშება, მოამზადეთ სოკო. გარეცხეთ და დაჭერით. შეწვით ზეთში სითხის გამოყოფამდე, ბოლოს დაამატეთ მარილი და პილპილი.

ქვაბიდან დაფნის ფურცელი ამოიღეთ და სუპი ბლენდერის მეშვეობით სუპად აქციეთ. დაამატეთ სოკო და კარგად აურიეთ.

დაამატეთ სუპში კრემი, მარილი და მოხარშეთ. გამორთეთ ცეცხლი და სუპი გააცივეთ დაახლოებით 10 წთ.

სუპი მზადაა! მორთეთ სუხარებით ან მწვანილით.

ვერ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ეს კერძი არ მოეწონება. ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად შეგიძლიათ ბოსტნეულის ან ხორცის ბულიონი გამოიყენოთ.

როგორც ხედავთ სოკოს კრემ სუპის მომზადება მარტივი და სწრაფია და მათაც მოეწონებათ, ვისაც სუპები არ უყვარს. ის მოუხდება როგორც სადილს, ასევე საუზმეს.