იმისათვის რომ 55 წლის ასაკშიც 30 წლის შეხედულება გქონდეთ, აიღეთ ჩაის კოვზი და ეს გააკეთეთ

ყველა ქალს ნებისმიერ ასაკში სურს ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ამიტომაც, ყოველთვის ვბრაზდებით როცა სახეზე გამონაყარს და კანის დაბერების პირველ ნიშნებს ვხედავთ. მაგრამ, რას ვიზავთ, ასაკის ცვლილებებისგან გაქცევა შეუძლებელია, თუმცა რეალურია იმოქმედოთ ისე, რომ ისინი შესამჩნევი აღარ იყოს.

თურმე შეიძლება არ დავხარჯოთ დიდი თანხები ძვირადღირებულ კრემებზე, რათა თავლის გარშემო მუქ წრეებს გავექცეთ. საკმარისია ჩვეულებრივი ჩაის კოვზი ავიღოთ.

როგორ შევინარჩუნოთ სახის კანის ახალგაზრდული იერი

სანამ დაიძინებთ, სახიდან კოსმეტიკა ჩამოიბანეთ, წაისვით დამატენიანებელი კრემი. აიღეთ ჩაის კოვზი და სპირტის მეშვეობით მისი დეზინფექცია გაუკეთეთ.

გააცივეთ კოვზი ყინულიან წყალში და დაიდეთ ზედა ქუთუთოებზე, გაიმეორეთ 5-ჯერ. შემდეგ იგივე გაიკეთეთ ქვედა ქუთუთოებზე. მსგავსი ქმედება დაგეხმარებათ მოიშოროთ შავი წრეები თვალების გარშემო.

როცა ამ პროცედურას მორჩებით, ამოავლეთ კოვზი გამთბარ ზეითუნის ზეთში. დაიწყეთ სახის დამასაჟება. ნელი მოძრაობებით დაიმასაჟეთ კანი, ამოძრავეთ კოვზი ხაზების მიხედვით: ზედა ზონიდან და თმის სიმაღლის დონიდან ქუთუთოებზე გადადით და ზეთიანი კოვზი თვალის შდა კუთხეზე გადაადგილეთ, შემდეგ ლოყებსა და ცხვირზე.

თითოეული მოძრაობა მინიმუმ 10-ჯერ უნდა შეასრულოთ. კოვზი პერიოდულად ამოავლეთ ზეთში. როცა მასაჟს დაასრულებთ, სახე თბილი წყლით დაიბანეთ. არაა აუცილებელი ძლიერად და საგულდაგულოდ გაიწმინდოთ, ზეთი საჭიროა კანშიც ჩავიდეს და დაატენიანოს ის.

სახის დამასაჟება საჭიროა 10-12 დღის მანძილზე ძილის წინ. მსგავსი სასარგებლო ინფორმაცია ნაოჭების შემცირებასაც ხელს შეუწყობს.