ანჟელა პერლის ტარო-პროგნოზი იანვრისთვის: 20 წლიანი გამოცდილების მქონე ასტროლოგის ზუსტი რჩევები ზოდიაქოს ნიშნებს

ახალი წლის პირველ თვეზე ბევრია დამოკიდეული. ტაროლოგი და ასტროლოგი ანჟელა პერლი გამცნობთ, თუ როგორი იქნება 2019 წლის იანვარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

იანვრის ტარო-პროგნოზი

1. ვერძი

მრავალრიცხოვანი შეხვედრები, ინფორმაციები და კონტაქტები ადამიანებთან. იქნება ბევრი დადებითი ემოციის მომტანი მოგზაურობა.

სამუშაოს მაძიებელი იპოვის მას, თუმცა ნაკლებად ექნება ფინანსური წარმატება. არ ჩაიციკლოთ წარსულზე და იარეთ წინ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი რიგზე იქნება.

2. კურო

იქნება ბევრი დადებითი ემოცია და იქ გამგზავრების შესაძლებლობა, სადაც ოცნებობენ. ფინანსური მდგომარეობა იქნება წარმატებული.

ერთმნიშვნელოვნად იგრძნობენ, რომ ცხოვრების შავი ზოლი დამთავრდა და შესაძლებელია დიდი ცვლილებები იმ საქმეებშიც, რომლებიც დიდხანს არ იძვროდა ადგილიდან.

3. ტყუპები

იდეალური თვეა პირადი ურთიერთობებისთვის, იქნება ბევრი სასიამოვნო განცდა და სიხარული. იანვარი იქნება ცხოვრების სტილის შეცვლის დასაწყისი.

შესაძლოა ტყუპებს მოუწიოთ გადაბარგება და უკეთესი სამუშაოს მოძებნაც. სასურველია, მიხედონ ჯანმრთელობას და დაკავდნენ სპორტით.

4. კიბო

იანვარში ვერ მიაღწევენ წარმატებას კარიერაში, იქნება სხვადასხვა პრობლემა პირად და ყოფით ცხოვრებაშიც, ამიტომ სჯობს დაისვენონ და ახალი არაფერ წამოიწყონ.

შეიძლება, მოვლენები მოულოდნელად შემოტრიალდეს, თუმცა არ უნდა შეშინდეთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.

5. ლომი

კარგი თვეა წინსვლებისთვის, შესაძლოა კარიერული და საშემოსავლო ზრდის დაჩქარება. კარგი იქნება მსხვილი შენაძენის გაკეთება და ოჯახის სადმე გამგზავრება.

ლომები უნდა ერიდონ ჭაბად ჭამა-სმას და ჯანმრთელობა არ უღალატებთ.

6. ქალწული

ისინი ბოლოსდაბოლოს იპოვიან დროს საყვარელი საქმეებისთვის. შესაძლოა ცვლილებები უკეთესი მოვლენებისკენ, მაგალითად, საცხოვრებლისა და სამუშაოს გამოცვლის კუთხით.

სამსახურში ახალი პროექტების წამოწყება შეუძლიათ, თუნდაც ეს ზედმეტ შრომას მოითხოვდეს, ეს უკანასკნელი მათ გაუხსნით მათ კარიერული წინსვლის პერსპექტივებს.

7. სასწორი

რაც წინა წელს ვერ გააკეთეს, იმისთვის მიიღებენ სწრაფ ზომებს. მაგრამ საქმეს ხელს თუ მოკიდებენ, საბოლოოდ დაძლევენ უსიამოვნებებს.

კარგი დროა რაღაც ახლის შესასწავლად. მაგალითად, ახალი ენების, კულინარიის კურსების, მანქანის მართვის, ცეკვის. ყველაფერში ექნებათ წარმატება. ურთიერთობები იქნება მრავალფეროვანი და შესაძლოა ხანმოკლე გამგზავრებები.

8. მორიელი

მთელი იანვარი აქტიური დრო იქნება. ეს მორიელებს უბიძგებს გიჟური ტემპის აკრეფისკენ. ზოგი მათგანი მიიღებს საინტერესო წინადადებებს სხვადასხვა სფეროში.

მოსალოდნელია ბევრუი სურვილის განხორციელება. ზოგ მათგანზე თავად დახარჯავენ შთამბეჭდავ თანხას, თუმცა ამის შესახებ არ ინანებენ. ზოგი სურვილი კი შეუსრულდებათ გავლენიანი ნაცნობის წყალობით.

9. მშვილდოსანი

იანვრიდან მრავალი შესაძლებლობა გაეხსნებათ ცხოვრების მრავალ სფეროში. არ იზარმაცოთ და ბევრ სურვილს აისრულებთ. იანვარი ამისთვის კარგი სტარტი იქნება

გადახედეთ ფინანსებს და განსაზღვრეთ მათი რაოდენობით რამდენად კმაყოფილი ხართ. თანხის გამომუშავების ახალი იდეები დადებით შედეგებს მოგიტანენ

10. თხის რქა

იანვარში ბევრი გადაადგილება მოგიწევთ, შესაძლოა მივლინებები და მოგზაურობები. ამ თვეს განსაკუთრებით იმ თხის რქებს გაუმართლებთ, რომლებიც საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სამეცნიერო კვლევებთან, რეკლამასთან, დაზღვევასთან, ტელემაუწყებლობასთან.

იანვრის ბოლოს მოსალოდნელია გარკვეული ემოციური პრობლემები, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, წინ მთელი წელია, მოგიწევთ შეეგებოთ მოულოდნელ წარმატებებს.

11. მერწყული

საუკეთესო თვეა სამსახურის გამოსაცვლელად, თუკი ეს გსურთ. სიდინჯე და საკუთარი თავის რწმენა მოგიტანთ წარმატებას.

გექნებათ ბევრი ძალა და ენერგია რაღაც ახლის დასაწყებად. ასევე კარგი თვეა საკუთარ თავში გარკვევისთვის. დრო გაატარეთ ბუნებაში და იქ განსაჯეთ, იქ ეცადეთ მოუსმინოთ თუ რას გკარნახობთ ინტუიცია.

12. თევზები

იანვრის პირველ ნახევარში ბევრი თევზი შეამჩნევს, რომ საახალწლო, უხვმა სუფრამ შედეგი გამოიღო, მაგრამ არ ინერვიულოთ: კვლავ სწრაფად გახდებით და უფრო ტანადებიც კი იქნებით, ვიდრე ადრე, ოღონდ რეგულარული ვარჯიშებისა და კვების ხარჯზე.

კარგი დროა მეორე ნახევრის საპოვნელად, იოცნებეთ თამამად – 2019 წელს თევზებისთვის ყველაფერი შესაძლებელია!

იმისთვის, რომ 2019 წლის იანვარში სურვილები შეგისრულდეთ, საჭიროა, განსაზღვროთ კერძოდ რა გსურთ და მისკენ მიმართოთ მთელი თქვენი ენერგია. ასევე შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა ნებისმიერ შემთხვევაში.