
ახალი წლის დადგომისას ყველა დიასახლისი შთამბეჭდავი მენიუს გაწერას ცდილობს. საჭირო კერძების და ინგრედიენტების ძიებას ბევრი დრო მიაქვს, განსაკუთრებით კი მათ მომზადებას. წარმოგიდგენთ სწრაფი სალათის რეცეპტს, რომელიც სპეციალურად დროის ეკონომიისთვის და სიამოვნების მიღებისთვის შეიქმნა.
ინგრედიენტები
ქათმის ფილე 300გ
დაკონსერვებული სოკო 250გ
დაკონსერვებული კიტრი 250გ
მაგარი ყველი 200გ
მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი
მომზადება
ქათმის ფილე მსუბუქად დამარილებულ წყალში მოხარშეთ. შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გაააცივეთ.
ხახვი მომცრო ნაჭრებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში შეწვით ოქროსფერ შეფერილობამდე.
სოკო, კიტრი, ყველი და ქათამი საშუალო ნაჭრებად დაჭერით.
ღრმა სალათის ჯამში ყველა ინგრედიენტი შეურიეთ და მაიონეზითა და სანელებლებით შეაზავეთ.
მზა კერძი შეგიძლიათ მწვანილით, ყველის ან სოკოს ნაჭრებით მორთოთ. ასევე სურვილის შემთვევაში დაკონსერვებული სიმინდი ან ლობიო დაამატოთ. სალათი “წუთიერი” მშვენიერი გადაწყვეტილებაა სადღესასწაულო სუფრისთვის და თქვენი სტუმრების გულებსაც იოლად მოიგებს.