შთამაგონებელი სიახლე მანჩესტერიდან: კიბოს განკურნება 11 დღეშია შესაძლებელი

სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებს შორის გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. სტატისტიკური მონაცემებით ამ საშინელი აავდმყოფობით ყოველი მერვე ქალი იტანჯება. დღეისათვის მკერდის კიბოს წარმატებული თერაპით ებრძვიან. წარმოგიდგენთ მანჩესტერის ინოვაციურ კლინიკურ გამოცდილებას, რომელიც მილიონობით ქალს გამოჯანმრთელების  იმედს მისცემს.

მკერდის კიბოს მკურნალობა

ახალი გამოკვლევის მიხედვით სარძევე ჯირკვლის განკურნება 11 დღეშია შესაძლებელი. როგორც აღმოჩნდა, პრეპარატების ლაპატინიბას და გერცეპტინას კომბინაცია წარმატებულად აისახება მკერდის კიბოზე. ისინი ფართოდ გამოიყენება, თუმცა ერთად და ერთდროულად არავის უცდია.

კვლევების დროს კეთილთვისებიანი მკერდის კიბოს მქონე 257 ქალი  ჯგუფებად დაყვეს.


ნაწილმა წამლების კომბინაციით ჩაიტარა თერაპია, ნაწილმა კი მხოლოდ ერთი პრეპარატით. შედეგების უკეთესი შეფასებისთვის ინფიცირებულთა ქსოვილის ნიმუშები აიღეს საწყისი ბიოფსიის და ოპერაციის დროსაც.

კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც მედიკამენტთა კომბინაციას იღებდნენ, ქსოვილის აღმდგენი ცილის შემცირება არ შეინიშნებოდა. გარკვეულ პროცენტს კიბოს აქტიური უჯრედები საერთოდ ვერ აღმოუჩინეს. ხოლო ნაწილს დაავადება მინიმალურ დონეზე დარჩათ.

ტრასტუზუმაბი და ლაპატინიბი პრეპარატებია, რომლებიც მხოლოდ კიბოს უჯრედებს აქრობენ. ტრადიციული ქიმიოთერაპია ყველა სწრაფად განვითარებად უჯრედს აქრობს, მათ შორის ჯანმრთელებსაც, ამიტომაც ამ დროს შესაძლოა ნეგატიური გვერდითი ჩვენებები აღინიშნოს.

წამლების მეშვეობით პაციენტებს არ აღენიშნებათ თმის ცვენა, დაღლილობა და გულისრევა.

გამოჯანმრთელების იმედი არსებობს! თუ მეცნიერები მსგავსი წარმატებული ტემპებით განაგრძობენ მუშაობას, კიბოთი დაავადებულებს ქიმიოთერაპიისგან საბოლოოდ გაანთავისუფლებენ.