რა მოხდება თუ შავი ქლიავის ჩირს ყოველდღე შეჭამთ?

იცოდით, რომ ხარისხიანი შავი ქლიავი რბილი უნდა იყოს? პირველად ამ საოცარ ხილს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში კასპიის ზღვის მიდამოებში მიაგნეს.

შავი ქლიავი ტკბილეულის, დესერტის, სალათების, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებისთვის, კომპოტისთვის და ღვეზელების შიგთავსისთვის გამოიყენება. ამ ხილს ორგანიზმის სამკურნალოდაც იყენებენ.

შავი ქლიავის შემადგენლობა: ვიტამინები და მინერალები

შავი ქლიავის ვიტამინთა შემადგენლობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი რაციონში არდამკვიდრება უბრალოდ დანაშაულია!

ვიტამინები 100გრამ ხმელ ქლიავში

A, რეთინოლი — 38,713 მკგ

B5, პანტოტენატი — 0,419 მგ

C, ფოსფორმჟავა — 0,577 მგ

B1, თიამინი — 0,049 მგ

B6, პირიდოქსინი — 0,203 მგ

E, ალფა-თოკოფეროლი — 0,427 მგ

B2, რიბოფლავინი — 0,184 მგ

PP, ნიკოტინმჟავა — 1,879 მგ

B9, ფოსფორმჟავა — 3,904 მკგ

B4, ჰოლინი — 10,093 მგ

მაკროელემენტები 100გრამ ხმელ ქლიავში

ფოსფორი — 68,773 მგ

მაგნიუმი — 40,836 მგ

კალიუმი — 731,294 მგ

ნატრიუმი — 1,944 მგ

კალციუმი — 42,106 მგ

ფთორი — 3,966 მკგ


საშუალო ზომის ხმელი ქლიავი 15 გრამს იწონის. ეს ნიშნავს, რომ 1 ხილში მხოლოდ 36 კილოკალორიაა. სტანდარტულ 200 მილილიტრიან ჭიქაში 250 ხმეი ქლიავი ეტევა. ამ პორციის ენერგეტიკული შემადგენლობა 660 კილოკალორიაა.

შავი ქლიავის სარგებლიანობა ორგანიზმისთვის

ვიტამინების კონცენტრაცია და მიკროელემენტების რაოდენობა ქლიავის ჩირში უფრო მეტია, ვიდრე ნედლ ქლიავში.

შავი ქლიავის ჩირი საოცრად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემისთვის. დიეტოლოგები მას ხშირად ნიშნავენ. თუ ყოველდღე 5 ქლიავს მიირთმევთ, კუჭ-ნაწლავთა სისტემის დაავადებები სამუდამოდ დაგავიწყდებათ. ასევე, წონას დაიკლებთ.

ოსტეოპოროზის დროს

შავი ქლიავი გეხმარებათ ძვლების სისუსტე თავიდან აიცილოთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისთვის მენოპაუზის დროს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ რომ ყოველდღე 10 ხმელი ქლიავის მიღება ოსტეოპოროზის განვითარებას ხელს შეუშლის და თიაქარს აგარიდებთ.
“კარიერის განმავლობაში უამრავი სახეობის ხილი მივიღე, მაგრამ არც ერთი არ უახლოვდება ეფექტით შავ ქლიავს. ძვლების ჯანმრთელობისთვის ყველაზე მთავარი სწორედ ქლიავია.”-აღნიშნავს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი ბაჰრამ არჯამანდი.

ყაბზობის დროს

ხმელი ქლიავი ეფექტური დამამშვიდებელი პროდუქტია. ყაბზობის დროს საკმარისია ყოველი საკვების მიღებამდე 3 ჩირი მიირთვათ ან ნახევარი ჭიქა მისგან დამზადებული ნახარში დალიოთ.

გულისთვის

ნივთიერებები, რომლებიც მათი მიღებისას ორგანიზმში ხვდება, გულსისხლძარღვთა სიმტკიცეს, გულის კუნთის სიძლიერეს და გულისცემის დარეგულირებას უწყობს ხელს. რაციონში ხშირი მოხმარებისას გულის დაავადებების რისკი შესამჩნევად მცირდება.

თირკმელებისთვის

ხმელი ქლიავი სიმსივნეს ებრძვის, თირკმელების მუშაობას აუმჯობესებს და ტოქსინებს გამოდევნის.

მეხსიერებისთვის

შავი ქლიავი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც მეხსიერებაზე მოქმედებს. პროდუქტის გამოყენება დადებითად აისახება ადამიანებზე, რომლებიც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებენ ან თვალის ოპერაცია გადაიტანეს.

ავიტამინოზისას

ნედლი ქლიავი სასარგებლო ნივთიერებათა წყაროა. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე 3-4ცალს მიირთმევენ, ვიტამინების დეფიციტისგან გამოწვეულ დაავადებებს იცილებენ თავიდან.

ანგინის დროს

შავი ქლიავის ნაყენი ანგინის, სტომატიტის და მსგავსი დაავადებების დროს მისწრებაა.

დაბერების პროცესის შესაფერხებლად

შავი ქლიავი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და წარმატებულად იბრძვიან თავისუფალი რადიკალების ნეგატიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. ყოველდღიური გამოყენება შეაფერხებს ორგანოების, ქსოვილის დაბერებას.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ორგანიზმში მოხვედრისას იმუნურ სისტემას შესამჩნევად მტკიცეს ხდის.

ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის

ამცირებენ სტრესის ზემოქმედებას, არეგულირებენ ნერვულ სისტემას, ხსნიან დაძაბულობას, უძილობას და გაღიზიანებას.

მაზოლებთან საბრძოლველად

მშრალ ქლიავს ხარშავენ ცხიმიან რძეში 7წთ, ყოფენ შუაზე. პირველ ნაწილს იდებენ მაზოლის ადგილას, როცა გაცივდება, მეორე ნაწილით ანაცვლებენ. პროცედურის ხანგრძლივობა 10 წუთია.

პოტენციის ასამაღლებლად

გახდომისა და სხეულის წმენდისთვის

გახდომასთან ერთად, შავი ქლიავიასუფთავებს კუჭს და ორგანიზმიდან ზედმეტ წყალს გამოდევნის. კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი კალიუმის შემცველობაა, რომელიც ნივთერებათა ცვლას აუმჯობესებს, რაც წონაზეც აისახება.

მიღების წესი

დღის ნორმა 100გრამზე მეტი არ უნდა იყოს.

გამოიყენეთ დღის პირველ ნახევარში.

არ შეურიოთ სხვა დამამშვიდებენ საშუალებებს.

დაბალანსებული, ჯანსაღი დიეტის დროს ხმელი ქლიავი საკვების მიღებებს შორის მშვენიერი სასუსნავია. ის შიმშილის გრძნობას აქრობს.

განტვირთვის დღე შავ ქლიავზე

ორგანიზმის გაწმენდისთვის განტვირთვის დღე აუცილებელია. ამ დღეს სჯობს სახლიდან არ გახვიდეთ, ფიზიკურად არ დაიტვირთოთ და ბევრი სითხე სვათ.

დაგჭირდებათ 25-30 ხმელი ქლიავი და სუფთა წყალი, არატკბილი ჩაი და ბალახის ნაყენი. ყოველ 2 საათში 3-4 ქლიავი უნდა მიირთვათ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.

დღის განმავლობაში 3ლიტრაზე ნაკლები სითხე არ დალიოთ. თუ საღამოს ძლიერ შიმშილს იგრძნობთ, კეფირი ან უცხიმო იოგურტი მიიღეთ.

რულეტის რეცეპტი ბეკონითა და შავი ქლიავით

სულ რაღაც ნახევარი საათი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ეს გემრიელი და ჯანსაღი კერძი მოიმზადოთ.

ინგრედიენტები

12 ბეკონი ან ქათმის გული (200 გ)

12 ხმელი ქლიავი კურკის გარეშე

6 შუაზე გაჭრილი ბერძნული თხილი

12 კბილის საწმენდი

მომზადება

აიღეთ თითო-თითო ბეკონის ფენა მორიგეობით.

ბერძნული თხილის ნახევარი და ჩირი ბეკონზე ერთმანეთის თავზე მოათავსეთ. დაახვიეთ ბეკონი და გაუკეთეთ ხის კბილის საწმენდი.

მოათავსეთ ერთად. მიკროტალღურ ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთი დატოვეთ.