მოამზადეთ ბუმბულივით რბილი ღვეზელი კეფირით: მისი გემო ყველას ჭკუიდან შლის

თუ მაცივარში დაგრჩათ კეფირი, არ გადაღვაროთ. გთავაზობთ ღვეზელის აპრობირებულ რეცეპტს ნებისმიერი რძემჟავა პროდუქტის გამოყენებით.

კიდევ ერთი შესანიშნავი სიახლე: საფუარი არ დაგჭირდებათ! ღვეზელის მომზადების პროცესი იმდენად მარტივი და სწრაფია, რომ ცომის მრავალსაათიანი გაფუების პროცესი დაგავიწყდებათ.

სწრაფი ღვეზელები კეფირით:

ინგრედიენტები ცომისთვის:

ერთი ჭიქა კეფირი

ოთხი ჭიქა ფქვილი

ორი კვერცხი

ორი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

ერთი ჩაის კოვზი სოდა

ორი ჩაის კოვზი შაქარი

ერთი ჩაის კოვზი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

ნახევარი კილო ქათმის ფარში

მეოთხედი ჩაის კოვზი შავი პილპილი

ერთი ჩაის კოვზი მარილი

მომზადება:

1. პირველად მოამზადეთ შიგთავსი, გამზადებულ ფარშს დაუმატეთ შავი პილპილი და მარილი.

2. ღრმა ჯამში აურიეთ კეფირი და სოდა, როდესაც ქაფი გაქრება, დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და კვერცხი. ათქვიფეთ ყველაფერი სათქვეფით ან მიქსერით.

3. თანდათან ჩააყარეთ ფქვილი და მოზილეთ ჰაეროვანი ცომი. მზად იქნება მაშინ, როდესაც მთლიანად დაკარგავს წებვადობას.

4. მოაგლიჯეთ ნაჭრები ცომს და ცოტათი გააბრტყელეთ.

5. თითოეულ ნაჭერ ცომში ჩადეთ ცოტა ფარში და ნაპირები აკურატულად შეაერთეთ. შეწვით მზესუმზირის ზეთში სანამ მოყავისფრო გახდება.

ცხელი ღვეზელების უფრო გაგემრიელებისთვის საუკეთესოა ის ჭამოთ სახლის არაჟანთან ერთად. გემრიელად მიირთვით!