1 კურკა და თირკმელი კენჭებისგან თავისუფალია – აი, ძველებური ინდური რეცეპტი

ავოკადოს კურკის გადაგდება დასანანია, მაგრამ რა გამოყენება უნდა მოვუძებნოთ მას? გაგახარებთ და გეტყვით, რომ 1 კურკას თირკმელში კენჭისგან განთავისუფლება, საკვების მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია.

ავოკადოს კურკა

ავოკადოს კურკის ხელში ჭერისას პირველი რაც თავში მოგვდის, მისი დამარხვა და ხის გაზრდის მოლოდინია. თუ მოთმინება გყოფნის, სახლის პირობებშიც მიაღწევ იმას, რომ მცენარე გაიზარდოს.

მათ ვისაც კურკა გასინჯული აქვს, ეცოდინება რომ მისი გემო არც ისე კარგია. კურკა დიდი რაოდენობით ტანინს შეიცავს, რომელიც დიდი დოზით შესაძლოა ტოქსიკური იყოს. ასევე, კურკაში შემავალმა ტოქსინმა შესაძლოა შინაურ ცხოველებს ავნოს.

მეორეს მხრივ, ავოკადოს მარცვალი კალიუმითა და ფოსფორით მდიდარია. ასევე, საპონინით, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და ადამიანის ორგანიზმს “ცუდ” ქოლესტერინს აშორებს. ავოკადოს კურკაში შემავალი ნივთიერები კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთი კარგი საშუალებაცაა.

იმისთვის, რომ გვერდითი მოვლენები თავიდან აიცილოთ, სწორად უნდა მოამზადოთ. კურკის მიღებამდე ყავისფერი ზედაპირისგან უნდა გაანთავისუფლოთ და გააშროთ შემდეგ ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში გამოაცხოთ. კურკამ ოქროსფერ-წითელი შეფერილობა უნდა მიიღოს.

ავოკადოს მარცვლების სასარგებლო ხასიათი

სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები

თაგვებზე გამოცდამ აჩვენა, რომ ავოკადოს კურკები სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან. მათი არსებობა ფლავონოლის შემცველობით იხსნება.

ბუნებრივი ანტიობიოტიკია

ბრაზილიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ავოკადოს კურკის სიროფი სოკოვან ინფექციებს კლავს.

საკვების გადამუშავებელი სისტემისთვის სასარგებლოა

ამერიკელი ინდიელები ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ იყენებდნენ ავოკადოს კურკებს ამ მიზნით.

ანტიოქსიდანტების წყაროა

ავოკადო ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება და არამარტო როგორც ხილი, არამედ როგორც კურკა.2003 წელს სინგაპურის მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ავოკადოს კურკა, ისევე როგორც მანგოს მარცვლები თავისუფალ რადიკალებთან მებრძოლ ნივთიერებს შეიცავენ.

ქოლესტერინის დონეს ამცირებს

კურკის შემცველობაში შემავალი ნივთიერებები კუჭ-ნაწლავის არეში მავნე ცხიმებს ებრძვიან.

საშუალება ავოკადოს კურკაზე სასარგებლოა სახის გამონაყარისთვის, ცხიმიანი თმისა და კანისთვის, ქერტლისთვის. ისინი გამოიყენებიან სკრაბების და სახის ნიღბების შესაქმნელად.


კიდევ ერთი ორიგინალური ხერხი მოსართავებისა და სუვენირების შექმნაა. ხელოვნება საშუალებას გვაძლევს ჩვეულებრივ ნივთებს სხვანაირად შევხედოთ.

სხვადასხვა ფიგურების შესაქმნელად გამოიყენება ის, რასაც ბევრი ადამიანი აგდებს.

რეცეპტი თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში კენჭის განსაკურნად

ამ რეცეპტის სამშობლო ინდოეთია. მისი სიმარტივე და რეალური ეფექტურობა სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

ინგრედიენტები
  • 1 ავოკადოს კურკა
  • 200 მლ თბილი წყალი

მომზადების ხერხი
  1. გაასუფთავეთ კურკა ყავისფერი გარსისგან და გააშრეთ.
  2. წვრილ ნაჭრებად დაჭერით და ბლენდერში მოათავსეთ.
  3. მიღებული მასა წყალშ გახსენით. მღებული ფხვნილი ოთხად უნდა გაყოთ.
  4. სასმელი დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა მიიღოთ. სჯობს ღამით, ძილის წინ.

Loading...