რისი ჭამა ეკრძალებათ 50 წელს გადაცილებულ ქალებს: ელენა მალიშევას რჩევები

50 წლის ასაკში ორგანიზმში ზოგიერთი პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ქალებს მენოპაუზა აქვთ, მამაკაცებს კი ანდროპაუზა, მამაკაცური კლიმაქსი. მენოპაუზის დროს ქალბატონებში ვითარდება ოსტეოპოროზი, ჰორმონალურ დარღვევებს სარძევე ჯირკვლის კიბომდე მივყავართ, გულ-სისხლძარღვთა სისტემა სუსტდება…

სინამდვილეში ეს საშინელი დიაგნოზები საზარელი სულაც არაა თუ მენიუს გადავხედავთ და უფრო სასარგებლო კვებაზე გადავალთ. საჭიროა უარის თქმა პროდუქტებზე, რომლებიც ორგანიზმს 50 წლის შემდეგ “კლავენ” და პირიქით, ორგანიზმისათვის აუცილებელი პროდუქტების მიღება. ამგვარად, კლიმაქს კომფორტულად და ადვილად გადაიტანთ.

ექიმების რჩევით, სწორედ 50 წლის ასაკშია საჭირო კვებითი ჩვევები შეიცვალოთ. თუ ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ ჯერ მხოლოდ იწყება!

ქალების კვება 50 წლის შემდეგ

50 წლის ასაკშ ზოგიერთი საკვების მღება კატეგორიულად აკრძალულია, ზოგიერთი კი პირიქით, ყოველდღიურ რაციონში უნდა შეიტანოთ.

რა არ უნდა მიირთვათ

ქალების უმრავლესობისთვის კლიმაქსი არაა უგუნებობის პროვოცირება, თუმცა ზოგიერთს მოვლენები მართლაც რთულად გადააქვს. დისკომფორტი ვლინდება როგორც ფიზიკურად, ისე ფისიქოლოგიურად სტრესების სახით.ამიტომ, ეცადეთ ალკოჰოლი და მწვავე საკვები რაციონიდან ამოიღოთ, სწორედ ისინი გასუსტებენ.

მარილი და ყველა პროდუქტი, რომლებიც მარილს შეიცავენ, კუნთებიდან კალციუმის განდევნას ემსახურება, რაც მათთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენრია. ამის შემო შესაძლოა მენოპაუზის დროს რთული ოსტეოპოროზი განვითარდეს. უთხარით უარი სარდელს, ძეხვს და კონსერვებს. ამი შემდეგ ცხოვრებას გაიხანგრძლივებთ.

ცხიმიანი და ცომეული წონის მომატებას და სარევე ჯირკვალში კიბოს გაჩენას უწყობენ ხელს.

ტკბილეული სჯობს თავიდან ამოიგდოთ, ასევე მაცივრიდან. თუ მათ გარეშე არ შეგიძლიათ, ცუკატებით ჩაანაცვლეთ.

სწორი კვების რაციონი 50+ ასაკში

რძის პროდუქტები ძვლების გამაგრებას უზრუნველყოფს.

სელის მარცვლები და შამბალილა ფიტოესტეროგენს შეიცავენ. მათი წყალობით ქალის ჰორმონების ნაკლებობას შეავსებთ, რაც მენოპაუზის დადგომასთან ერთად იჩენს თავს.

ნედლი თევზი, განსაკუთრებით: სკუმბრია, სარდინი, ქაშაყი. ეს პროდუქტები ომეგა 3-ს შეიცავენ. აძლიერებენ სისხლძარღვებს, გამოსდევნიან ქოლესტერინს და გულის მოქმედებას არეგულირებენ.

წყალთან უნდა დამეგობრდეთ. მის გამო ყავასა და ჩაიზეც უარი უნდა თქვათ.

ვახშმობა თუ გიყვართ, სჯობს ამისთვის ხილი და ბოსტნეული გამოიყენოთ. ეს ვიტამინებით მდიდარი ნატურალური კვება 50 წლის ქალბატონებისთვის აუცილებელია.

იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ მეხსიერება, ფიგურა, კარგი განწყობა და თავიდან აიცილოთ ინსულტი და ინფარქტი, აუცილებლად დაუჯერეთ ამ რჩევებს და დაიწყეთ სწორად კვება.

Loading...