ბოლო ამბები სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანის ირგვლივ – ტელეწამყვანს გუშინდელ აქციაზე 18 000-ლარიანი ქურთუკი ეცვა და ამას უხერხულობად საერთოდ არ მიიჩნევს – “სხვებს ლო­ბი­ა­ნებს აჭ­მევს და თა­ვად და­ით­ბუ­ნა ტანი“ (+ფოტოები)

გუ­შინ, ჯგუფ “და­ი­ტო­ვეს” მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი ნანუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიც შე­უ­ერ­თდა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ყუ­რა­დღე­ბა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქურ­თუკ­მა მი­იქ­ცია. ჟურ­ნა­ლის­ტის ფო­ტო­ე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი კო­ლა­ჟი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, მათი თქმით, აქ­ცი­ა­ზე ჟორ­ჟო­ლი­ანს 18- ათას­ლა­რი­ა­ნი ქურ­თუ­კი ეცვა.

ფოტო კო­ლა­ჟი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელ­დეა.

“სხვებს ლო­ბი­ა­ნებს აჭ­მევს და თა­ვად და­ით­ბუ­ნა ტანი“

“ჯერ რა­ტომ უნდა ღირ­დეს ნივ­თი ამ­ხე­ლა ფასი და მერე რა­ტომ უნდა გინ­დო­დეს ჩა­იც­ვა“

“მა­მა­მი­სის პატ­რონს რა ჭირს მო­სა­ტე­ხი?“ – წერ­დნენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ჟურ­ნა­ლისტს კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დით.

ნა­ნუ­კა ამ­ბობს, მისი ქურ­თუ­კი რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ღირს და ამა­ვე დროს, მა­შინ შე­უძ­ლი­ათ მისი ტან­საც­მლის ფა­სის დათ­ვლა, რო­დე­საც ის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე იქ­ნე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ვი­სი საქ­მე არ არის, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მოსს ჩა­იც­ვამს

“ქურ­თუ­კი 4000-ლა­რი­ა­ნია, ეს ერთი და მე­ო­რე, მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე ვარ? – მე ხალ­ხის ფუ­ლით ვფი­ნანსდე­ბი? – ამი­ტომ ვისი რა საქ­მეა რა ღირს ჩემი ქურ­თუ­კი. ეს და­უთ­ვა­ლონ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლე­ბიც მათი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბი­ან. მე სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, ხალ­ხის ფუ­ლით არა­სო­დეს დავ­ფი­ნან­სე­ბულ­ვარ და თუ მინ­და, 100-ათას­ლა­რი­ან ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ.

გარ­და ამი­სა, რა იცი­ან, მე ვი­ყი­დე თუ სხვამ მა­ჩუ­ქა. სულ რომ მე მე­ყი­და, მაქვს იმის უფ­ლე­ბა და ფუ­ფუ­ნე­ბა ასე­თი ქურ­თუ­კი ვი­ყი­დო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ქურ­თუ­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4700 ლა­რია. მე­ო­რე სა­კი­თხია მე ვი­ყი­დე, თუ არა, მაგ­რამ ან­გა­რიშს არა­ვის ჩა­ვა­ბა­რებ, მე არ ვარ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე. რა ქურ­თუკ­საც მინ­და, იმ ქურ­თუკს ჩა­ვიც­ვამ. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე გავ­ხდე­ბი, ამ ხალ­ხის ფუ­ლით დავ­ფი­ნანსდე­ბი, რო­გორც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მა­შინ რაც უნ­დათ ის და­მით­ვა­ლონ. ოღონდ იცო­დეთ, რომ არა­სო­დეს სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე არ გავ­ხდე­ბი.

რო­დის­მე არ მეც­ვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი? სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნებს უნდა ვუ­თხრა რომ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი არის ძა­ლი­ან კარ­გი იმის­თვის, რომ ვი­ცხოვ­რო ისე, რო­გორც მინ­და და არა მხო­ლოდ მე, ჩემ­მა ოჯახ­მაც“ – განუცხადა “ამბებს” ტელეწამყვანმა.

 

კომენტარის დატოვება