57 წლის ვარ და არაფერი მაწუხებს. უზმოზე 7 ცალ გოგრის მარცვალს ვჭამ.

გოგრა ერთ-ერთი უძველესი მცენარეა, რომლის გამოყენებაც ადამიანმა საკვებად დაიწყო. გოგრისგან აკეთებდნენ ფქვილს, წვავდნენ კანს, მარცვლებს თმის სტილისტებიც კი იყენებდნენ ვარცხნილობების შექმნის დროს. მაგრამ, ყველაზე მეტად ადამიანს გოგრის კურკები შეუყვარდა. მისი ჭამის შემდეგ, შიმშილი ქრებოდა. თუმცა, გამოკვების გარდა, ამ პროდუქტს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, მთავარია იცოდეთ როგორ მიიღოთ.

გოგრის მარცვლების სარგებლიანობა

ისინი ომეგა 3-სა და ვიტამინი E-ს წყაროები არიან. ეს ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის, კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელია. თუმცა გოგრის თესლების სარგებლიანობა აქ არ მთავრდება.

ისინი ფიტოესტეროგენს შეიცავენ, რაც ქალის ჰორმონებს ჰგავს. ამიტომაც, მათი მიღება ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და ქალბატონებს მტკიცე ჯანმრთელობას ჩუქნის. ასევე, მარცვლები მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს ამცირებენ.

გოგრის მარცვლები სასარგებლოა თინეიჯერებისთვისაც, რადგანაც ამ პროდუქტს გამონაყრისა და აკნეს მკურნალობა შეუძლია. საქმე თუთიის შემცველობაშია, რომლის დეფიციტიც კანის პრობლემებს წარმოქმნის. პროფილაქტიკისთვის საკმარისია 1 ს.კ. მაინც მიიღოთ დღეში.

თესლების გამოყენება ამცირებს გულძმარვას. ამიტომაც, თუ ტრანსპორტში ოდნავ შეუძლოდ გახდით, ან წინ დიდი მოგზაურობა გელით, რამდენიმე გოგრის მარცვალი იქონიეთ თან. დაღეჭეთ გზაში და მგზავრობა გაცილებით კომფორტული გახდება. ამასთან, ისინი ორსულებზეც მსგავსად მოქმედებენ და გულისრევის შეგრძნებას უკლავენ.

გოგრა გვეხმარება ვებრძოლოთ ჭიებს, თუმცა არა ისე ეფქტურად, როგორც აფთიაქის ნაწარმი. ნებისმიერ შემთხვევაში პროდუქტი პარაზიტების პროფილაქტიკისთვის გამოდგება.

იმისთვის, რომ ტვინი კარგ ფორმაში იყოს, კარგი კვება სჭირდება. 70 გრამ გოგრის მარცვლეულში ფოსფორის დღიური ნორმაა, რომელიც არამხოლოდ ტვინისთვისაა საჭირო, არამედ ძვლებისთვისაც. ეს პროდუქტი ამაგრებს ძვლებს, სახსრებს, ხერხემალს. მაგალითად, თევზში ფოსფორის შემადგენლობა 2.5-ჯერ ნაკლებია.

გოგრის მარცვლების სარგებლიანობა მამაკაცებისთვის ჯირკვლების მუშაობაში აისახება. დიდი რაოდენობით თუთია პროსტატს და სიბერწეს ებრძვის. ამასთან, ის პირველი პროდუქტია, რომელიც სქესობრივ მიზიდულობას აძლიერებს. მისი მოხმარებით შეამცირებთ ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებასაც და მის მოხმარებას.

ამასთან, გოგრის კურკების მირთმევა უბრალოდ სახალისოა. პროდუქტი ტრიპტოფანს შეიცავს, ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმში სეროტინს გამოიმუშავებს, ბედნიერების ჰორმონს. არაა გასაკვირი, რომ აზიაში ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში სწორედ გოგრის მარცველბს ჭამენ, რათა დეპრესიას გაექცნენ.

გახსოვდეთ, რომ მარცვლები თერმული გადამუშავების მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომაც რაც უფრო ნაკლებად გადაამუშავებთ მათ, მით უფრო მეტ ჯანსაღ ნივთიერებას დაიტოვებს. მსუბუქად გააშრეთ, მოაცალეთ კანი, არ დააზიანოთ მწვანე გარსი. პროდუქტი შუშის ან კერამიკურ დახურულ ჭურჭელში შეინახეთ ბნელ, ცივ ადგილას.

წარმოგიდგენთ საიდუმლო მეთოდს: გაუსუფთავებელი მარცვლები გაავლეთ წყალში და მოათავსეთ თეფშზე. დაასხით წყალი ისე, რომ მხოლოდ ოდნავ ფარავდეს მათ. შეფუთეთ თეფში მარლით და ცივ, ბნელ ადგილას 2 ღამე გააჩერეთ. ამასთან, 12საათში ერთხელ წყალი გამოცვალეთ. მარცვლები გასუფთავებულ მარცვლებთან ერთად მიირთვით ან მიაყოლეთ სალათს. გემრიელი და სასარგებლოა!

შემოდგომის ეს ბოსტნეული ბევრ საიდუმლოს ინახავს, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს.

Loading...