ფეხზე სოკოს ეთერული ზეთი კურნავს, აი რეცეპტი

სოკო უეცრად ჩნდება. ხშირად ადამიანები ამ დაავადებას თავისებურად უმკლავდებიან: ქალები დეფექტებს ფრჩხილის ლაქებით მალავენ, მამაკაცები ხშირად ცვლიან წინდებს და წარმატებულად იკავებენ ქავილს.

პრინციპი “თავისით გაივლის” სოკოს შემთხვევაში არ მუშაობს, რადგანაც ის ძალიან მტკიცეა. თუ ოჯახში ვინმე სოკოთია დაავადებული, სხვა წევრებზე გავრცელების შანსი 35-75 %-ია. სოკოს კვალი რჩება პირსახოცზე, ხალიჩაზე, ფეხსაცმელსა და ყველა საგანზე, რომელსაც დაავადებული ეხება. ხელებზე სოკო იშვიათად გვხვდება, წარმოგიდგენთ მასზე მოქმედების საშუალებებს ფეხების შემთხვევაში.

სოკოს საშინაო მკურნალობა

ადამიანის ტანი და მისი გარემო მუდამ სავსეა მიკროორგანიზმებით. ჩვენ იმუნიტეტს აქვს ძალა წინააღმდეგობა გაუწიოს მას. მაგრამ, საკმარისია სოკომ თავი კომფორტულად იგრძნოს, გავრცელებას აქტიურად განაგრძობს. ხშირ შემთხვევებში სოკო აბანოებში, საუნებში, სპორტულ დარბაზებში ვიზიტისას ჩნდება. ასევე, ამის გამომწვევი მიზეზებია ხელოვნური ფრჩხილების ტარება, გელ-ლაქების წასმა, მუდამ დახურული ფეხსაცმელი და აშ.

შინაგანი დარღვევები, როგორებიცაა ტკბილეულის, რძის პროდუქტების, თხილის გადაჭარბებული მოხმარება ორგანიზმს სოკოს გაჩენის მიმართ მგრძნობიარეს გახდის. პირველივე ნიშნების აღმოჩენისას, სასურველი ზომები უნდა მიიღოთ, რათა მან უფრო სერიოზული ხასიათი არ მიიღოს.

დარიჩინის ეთერული ზეთი ფრჩხილების სოკოს წინააღმდეგ

ფრჩხილებზე სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ  გადამოწმებული სამკურნალო საშუალება დარიჩინის ეთერული ზეთია. როგორც ცნობილია, დარიჩინი სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს – ბაქტერიების კვების წყაროს. დარიჩინი ფრჩხილებს ასევე სწრაფ აღდგენაში ეხმარება. საიმედო შედეგისთვის, დარიჩინი ჩაის ან ნახარშის სახით მიიღეთ, დაამატეთ კერძებს, ასევე წაისვით დაზიანებულ ფრჩხილებზე.

დარიჩინის ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. მოიჭერით დაზიანებული ფრჩხილები რაც შეიძლება მოკლედ ან წაისვით სამკურნალო ლაქი.
  2. ჩადეთ ფეხები აბაზანაში ან სათლში და ზეთი ბამბის ტამპონით წაისვით. თუ კანი დაზიანებულია, შესაძლოა ზეთმა წვა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში მიახმარეთ მცენარეული ზეთი.
  3. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ 2 თვის მანძილზე.

ალტერნატიული ხერხი: რამდენიმე წვეთი დარიჩინის ეთერული ზეთი ჩაასხით ცხელ წყალში ზღვის მარილით. ფეხები 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. მსგავსი აბაზანები კვირაში ორჯერ მიღეთ.

ეთერული ზეთი ჩაის ხისგან ფრჩხილების სოკოს წინააღმდეგ

არცერთი ეთერული ზეთი არ შეედრება ჩაის ხეში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს. მასში 40 უნიკალური სამკურნალო ნივთირება შედის, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიებს ებრძვიან. ჩაის ხის ეთერული ზეთის რეგულარული მოხმარება ფრჩხილებზე გაჩენილ ავადმყოფობას საბოლოოდ უშველის. ზეთს ნებისმიერ აფთიაქში მოძებნით.

ჩაის ხის ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. დაასხით ჩაის ხის ეთერული ზეთის რამდენიმე წვეთი ხელსახოცზე.
  2. დაიბანეთ ფეხები საპნით და კარგად გაიშრეთ. დარწმუნდით, რომ ფრჩხილები მოკლედაა მოჭრილი. ხელსახოცი დაზიანებულ ფრჩხილზე დაიდეთ და შეიხვიეთ.
  3. მსგავსი კომპრესი ყოველდღე გამოფხიზლებისას და საღამოს, ძილის წინ დაიდეთ.

ალტერნატიული ხერხი: ვაშლის ძმარი აურიეთ წყალთან პროპორციაში 1:4ზე. გააჩერეთ ფეხები ნახევარი საათის მანძილზე. დაავადებული ადგილები ჩაის ხის ზეთით დაიმუშავეთ. მსგავსი მკურნალობა კვირაში 2-ჯერ ჩაიტარეთ ავადმყოფობის საბოლოო გაქრობამდე.

ორეგანოს ეთერული ზეთი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ

ორეგანოს ან თავშავას ბალახი სოკოს წინააღმდეგ საუკეთესო და ეფექტურია. მათ ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ, რომლებიც პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს აქრობენ. ეს ეთერული ზეთი იმდენად ძლიერია, რომ შესაძლოა კანი ცოტათი გააღიზიანოს. ამიტომაც დაამშვიდეთ ზეითუნის ან ჟოჟობას ზეთით.

ორეგანოს ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. 3 წვეთი ეთერული ზეთი 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთთან აურიეთ.
  2. საშუალება დაზიანებულ ფრჩხილზე წაისვით და ეცადეთ ფეხსაცმელს, წინდებს და ხალიჩას არ შეეხოს.
  3. ორეგანოს ზეთით ფრჩხილები 2-3 კვირა დაიმუშავეთ. ეს დრო სოკოს აღმოსაფხვრელად საკმარისია.

ალტერნატიული ხერხი: ორეგანოს ეთერული ზეთის მიღება კაფსულებშიც შეიძლება, როგორც საკვების დანამატი. საჭირო დოზა ექიმს დაეკითხეთ.

მიხაკის ეთერული ზეთი ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ

მიხაკს შესანიშნავი სამკურნალო პოტენციალი აქვს. ეთერულ ზეთს გამაყუჩებელი, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური მახასიათებლები გააჩნია. მიხაკის ზეთი სოკოვანი ინფექციისთვის საზარელი სიზმარია. პირველივე წასმისას ქრება ქავილი, წვა, ანთება…

მიხაკის ეთერული ზეთის მიღების ხერხები
  1. 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ან კოსმეტიკურ ზეთში 5 წვეთი მიხაკის ზეთი დაამატეთ.
  2. ბამბის ტამპონით მიღებული მასა დაავადებულ ფრჩხილზე ღამით წაისვით. დილით კომპრესი ახლით ჩაანაცვლეთ.
  3. პროცედურის კურსი საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჩაიტარეთ.

არატრადიციული მედიცინის საშუალებები ძირითად მკურნალობასთან ერთად, დამხმარედ უნდა გამოიყენოთ.