როგორ გამოხატავს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი საკუთარ ემოციებს?


ვერძი

ვერძს სძულს საკუთარი სისუსტის ვინმესთვის დანახვება, ამიტომ სევდას სიბრაზითა და პარანოიით ანაცვლებენ. ისინი საკუთარ უკონტროლოდ ღრმა ემოციებს მხოლოდ მათ უზიარებენ, ვისაც ძალიან ახლო ადამიანად მიიჩნევენ. ამიტომ თუკი ვერძი თქვენთან ღიად გამოხატავს საკუთარ მოზღვავებულ ემოციებს, ესეიგი მისთვის ღირებული ადამიანი ხართ და ეს უნდა გიხაროდეთ.

კურო

ამ ნიშანს არ უნდა რომ სუსტი გამოჩნდეს. ამიტომ როდესაც ძლიერ და რთულ ემოციურ პრობლემებთან უწევთ გამკლავება, ისინი ემოციებს საკუთარ თავში ინახავენ. არ გაიტეხოთ გული, თუკი შეატყობთ რომ ისინი თქვენ მათ ემოციურ მხარეს და მდგომარეობას არ გიზიარებენ.

ტყუპი

ეს ძალიან სოციალური ნიშანია, ამიტომაც ადვილად შეუძლია ხალხთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი. მათთვის კომუნიკაცია მთავარი ნიშაა ტკივილთან გამკლავებისათვის, ამიტომ თუკი რამე აწუხებთ, აუცილებლად გაგიზიარებენ.

კირჩხიბი

მან იცის როგორ გაანალიზოს საკუთარი გრძნობები. როდესაც ემოციურ ტკივილს განიცდიან, მათთვის ფიზიკური კომფორტი ყველაზე კარგი გამოსავალია. თქვენ შეგიძლიათ კირჩხიბს თავი უსაფრთხოდ აგრძნობინოთ უბრალოდ ჩახუტებითა და არაფრის თქმით.

ლომი

ლომი ყოველთვის ზედმეტი ემოციურობით გამოხატავს საკუთარ გრძნობებს. მათ საზღვრების დაცვა არ იციან და ზოგჯერ შესაძლოა ახლობელ ადამიანსაც ატკინონ გული ამის გამო. თუმცა, ისინი ამას ძალით არ აკეთებენ. მათ უბრალოდ საკუთარი ემოციების კონტროლი არ შეუძლიათ.

ქალწული

ისინი დიდ დროს ახმარენ ემოციურ პრობლემებთან გამკლავებას. თუ მათ ემოციური ბარიერის გადალახვა უწევთ, საკუთარ ოთახში ჩაიკეტებიან და ყველაფერს მხოლოდ მათ თავთან ერთად გაივლიან. ქალწულმა იცის რომ არავის შეუძლია მისი დახმარებე ისე, როგორც საკუთარ თავს.

სასწორი

სასწორს ძალიან აღელვებს სხვისი ემოციები, ამიტომ საკუთარი გრძნობებით ან ქმედებებით არავის შეაწუხებს. ისინი მანამდე იკავებენ საკუთარ თავში ემოციებს, სანამ ბოლოს მთლიანად არ ამოხეთქავს ყველაფერი.

მორიელი

მოერიდეთ მორიელს მაშინ, როდესაც იგი გაბრაზებულია. მათ არ იციან როგორ გაუმკლავდნენ მოზღვავებულ ემოციებს და აჯობებს მათ პროვოცირებას მოერიდოთ. როდესაც დაწყნარდებიან, მაშინ მოვლენ თქვენთან სალაპარაკოდ, ასეთია მათი ბუნება.

მშვილდოსანი

ეს ნიშანი რაციონალურად უდგება საკუთარ გრძნობებს და მუდამ აანალიზებს რა ხდება მათ თავში. ის ყოველთვის წავა და რაიმე აქტივობით განიტვირთავს თავს, ხოლო ამის შემდეგ დაგელაპარაკებათ საკუთარ ემოციებზე.

თხის რქა

ეს ნიშანი ყოველთვის ინარჩუნებს წონასწორობას და ემოციებს ბოლომდე აკონტროლებს. მათ ანალიტიკური ბუნება აქვთ, ამიტომ ყველა პრობლემას დეტალურად აანალიზებენ. თუმცა, უნდა უფრთხილდეთ თხის რქას, რომელიც დიდი ხანია უკვე რაც ემოციებს საკუთარ თავში ინახავს.

მერწყული

მერწყულს ადვილად გადააქვს ყურადღება მეგობრებსა და სამსახურზე, ამიტომ საკუთარ ემოციებს დიდ ყურადღებას არ უთმობს. ისინი აიგნორებენ პრობლემებს და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. შიგნიდან მათ ისეთი რამ შეიძლება აწუხებდეთ მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც შეიძლება რამდენიმე წლის წინაც კი მოხდა.

თევზები

ეს ნიშანი ძალიან სენსიტიურია და ადვილად ვარდება დეპრესიაში. მათ სოციალურ ურთიერთობებში ჩაბმა ურჩევნიათ საკუთარ ემოციებთან გამკლავებას. მათ არ სურთ ცუდი მოგონებების ბურთად იქცნენ, ამიტომ მუდამ პოზიტიური აქტივობებისკენ მიისწრაფვიან.

მსგავსი სიახლეები