მშრალი თმა: 5 ეფექტური და მოქმედი რეცეპტი მის მოსავლელად

თმის სიმშრალეზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონული ცვლილებები ან გარემო. იმისათვის, რომ ჩვენს თმაზე რომელიმე პროდუქტი გამოვცადოთ – იქნება ეს ნატურალური თუ კომერციული, სასურველია, დერმატოლოგთან კონსულტაცია. სპეციალისტი უკეთ განსაზღვრავს, თუ რომელი ტიპის მკურნალობაა თქვენთვის უკეთესი. შესაძლოა გარეგანი გამოყენების პროდუქტებთან ერთად მან ცვლილება შეიტანოს თქვენი კვების რაციონში, ან შეგიზღუდოთ აგრესიული ქიმიური საშუალებები.

ჩვენ დღეს გთავაზობთ თმის დატენიანების ნატურალურ საშუალებებს.

ავოკადო, თაფლი და კვერცხის გული

აღნიშნული ინგრედიენტები მდიდარია ვიტამინებითა (A,B,C,D,E) და მინერალებით (რკინა, სელენი, თუთია). ეს ელემენტები დიდ როლს ასრულებს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ინგრედიენტები 

  • ერთი მწიფე ავოკადო
  • 3 ს. კ. თაფლი
  • ერთი კვერცხის გული

მომზადება

დაჭერით მწიფე ავოკადო და მოაცალეთ რბილობი. მოათავსეთ ის თასში და შეურიეთ თაფლს და კვერცხის გულს. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.

გამოყენება

გაიყავით თმა რამდენიმე რიგად და წაისვით თმის კანზე, შემდეგ დაიხურეთ ქუდი და დაიტოვეთ ნახევარი საათი. ჩამოიბანეთ კარგად. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში მინიმუმ 3ჯერ.

2. რძე, კვერცხი და ნუშის ზეთი

ეს საშუალება ზრდის თმის ტენიანობას და ამცირებს სიმშრალეს. აგრეთვე ამაგრებს თმის ძირებს.

ინგრედიენტები 

  • ნახევარი ჭიქა რძე
  • ერთი კვერცხი
  • 2 ს. კ. ნუშის ზეთი

მომზადება და გამოყენება

ჩაასხით რძე ჯამში და შეურიეთ მას კვერცხი, შემდეგ დაამატეთ ნუშის ზეთი და ათქვიფეთ, სანამ კარგად შეერევა.

დაიტენიანეთ თმა და ნარევი თანაბრად გადაინაწილეთ. დაიტოვეთ 30-40 წუთი და ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ კვირაში 2ჯერ.

3. ავოკადო და იოგურტი

ინგრედიენტები 

  • ერთი მწიფე ავოკადო
  • 1/4 ჭიქა უცხიმო იოგურტი

მომზადება და გამოყენება

გაფცქვენით ავოკადო და დაჭყლიტეთ. შეურიეთ ის იოგურტს. შეიზილეთ ნარევი მშრალ თმაში, შემდეგ დაიცადეთ 40 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 2-3ჯერ.

4. კაკაოსა ქოქოსის ზეთი

ინგრედიენტები 

  • 2 ს. კ. კაკაოს ზეთი
  • ერთი ს. კ. ქოქოსის ზეთი

მომზადება და გამოყენება

კაკაოს ზეთი გაათბეთ წყლის აბაზანაზე, დაამატეთ მას ქოქოსის ზეთი და აურიეთ. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.

სანამ პროდუქტი გამყარდება, წაისვით თმაზე, დაიცადეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 3ჯერ.

5. გოგრა და თაფლი

ინგრედიენტები 

  • 2 ნაჭერი გოგრა
  • 3 ს. კ. თაფლი

მომზადება და გამოყენება

მოხარშეთ გოგრა დარბილებამდე, ჩაჭყლიტეთ ჩანგლით და შეურიეთ თაფლი.

წაისვით ნარევი თმაზე, შეიზილეთ ნაზად. დაიცადეთ 30 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 2ჯერ.

გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!