დაბალკალორიული მარმელადი: სასარგებლო ტკბილეულის რეცეპტი

ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა ყველასთვის აქტუალური საკითხია, ამიტომ ვეძებთ ახალ-ახალ რეცეპტებსა და დიეტებს. თუმცა ტკბილეული მაინც გვინდება. ამ ძიებაში ჩვენ აღმოვაჩინეთ დაბალკალორიული მარმელადის მომზადების საიდუმლო, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ.

თუ არ გსურთ წონაში მატება, შეგიძლიათ მოამზადოთ ჯანსაღი ტკბილეული, რომელსაც ახლაც მიირთმევთ და თუ მოგინდათ ზამთრისთვისაც მოიმარაგებთ.

დიეტური მარმელადი

დღეს გთავაზობთ დესერტის 3 სახის რეცეპტს. საერთო ყველას ერთი აქვს: არანაირი შაქარი. თქვენვე გაგიკვირდებათ, თუ როგორი გემრიელი გამოვა ის.

მარმელადი დიუკანის დიეტის მიხედვით

დიუკანმა თავისი ცნობილი დიეტის შედგენის დროს გაითვალისწინა ტკბილის მოყვარულთა გემოვნებაც. მისი მიღება შეგიძლიათ მკაცრი ცილოვანი დიეტის დროსაც.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 200 მლ ახალდაყენებული კარკადეს ჩაი
  • 2 ჩ. კ. აგარ-აგარი
  • შაქრისშემცვლელი გემოვნების მიხედვით

შაქრისშემცვლელის გამოყენება აუცილებელი არ არის, თუმცა ვისაც კარკადეს გემო არ მოსწონს, შეუძლია დაამატოს.

მომზადება

დააყენეთ ჩაი, დადგით ის ცეცხლზე და გახსენით მასში აგარ-აგარი. თუ ამატებთ შაქრისშემცვლელს, არ გამოიყენოთ 6 ტაბლეტზე მეტი. დესერტი ჩაასხით ფორმებში და გააციეთ.

ვაშლის მარმელადი სტევიათი

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი კგ მჟავე ვაშლი
  • სტევია გემოვნებით
  • 100 მლ წყალი

მომზადება

ვაშლი გაფცქვენით და ამოაჭერით თესლი. დაჭერით წვრილად და მოხარშეთ ცოტა წყლით პიურეს სახით. შემდეგ დაამატეთ სტევია და ხარშეთ, სანამ მარმელადი დაყენებას არ დაიწყებს. ჩაასხით ფორმებში, გააციეთ და შედგით მაცივარში.

საზამთროს მარმელადი ჟელატინზე თაფლთან ერთად

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი კგ საზამთროს რბილობი
  • 30 გ ჟელატინი
  • 2-3 ს. კ. თაფლი
  • 100 მლ წყალი ჟელატინისთვის

მომზადება

ჟელატინს დაასხით თბილი წყალი და დატოვეთ, სანამ არ გაფუვდება. დაჭერით საზამთრო კუბებად. სურვილის მიხედვით მოაცალეთ კურკები. შემდეგ მოამზადეთ მცირე რაოდენობის წყალში მანამ, სანამ არ დარბილდება. ჩაჭყლიტეთ რბილობი პიურეს სახით და მოხარშეთ ჟელატინთან ერთად მის სრულ გახსნამდე. ჩაასხით დესერტი ფორმებში და გააციეთ.

თუ შაქრისშემცვლელს გამოიყენებთ, გირჩევთ სტევიას, რადგან ის 100%ით ნატურალურია. პექტინის მაღალი შემცველობის მქონე ხილის: ვაშლის, გარგარის, კომშის გამოყენების შემთხვევაში, აგარ-აგარი და ჟელატინი აღარ დაგჭირდებათ.

როგორ მოგეწონათ რეცეპტები? გაგვიზიარეთ კომენტარებში!