საჩუქრების სია, რომელთა ჩუქება ეჭვქვეშ აყენებს ურთიერთობის გაგრძელების საკითხს

რამდენად ხშირად ფიქრობთ საჩუქრის შერჩევამდე, თუ როგორ იმოქმედებს ის თქვენი ადრესატის შემდგომ ბედზე? არსებობს საჩუქრებთან დაკავშირებული მრავალი ცრურწმენა, მაგალითად, ბევრმა იცის, რომ არ შეიძლება დანის ან საფულის ჩუქება, თუმცა არავინ იცის რატომ.

ჩვენ შევადგინეთ ყველაზე წარუმატებელი საჩუქრების სია.

1. საათი

საათის ჩუქების მიზანშეუწონლობის შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა მიზეზი არ იციან. საქმე ისაა, რომ ცრურწმენის მიხედვით, ნაჩუქარი ხელის საათი იუბილარს ართმევს ახალგაზრდობას. ხოლო ჩამოსაკიდი საათის ჩუქებას განხეთქილება შეაქვს მის ოჯახურ ცხოვრებაში.

2. სარკე

სარკე ყოველთვის უკავშირდება მისტიკას, მასთან დაკავშირებით არსებობს ცრურწმენა, რომ სარკეს შეუძლია ადამიანის ენერგიის შთანთქმა. თანამედროვე ცხოვრებაში წარმოუდგენელია ამ საგნის გარეშე არსებობა, თუმცა ითვლება, რომ საჩუქრის სახით მისი გაცემა არ ღირს.

3. დანა-ჩანგალი

ამ საგნების ჩუქება საკმაოდ გავრცელებულია ახალმოსახლეობის დროს. ცრურწმენების მიხედვით, მჩხვლეტავი და მჭრელი საგნები (ისეთები, როგორიც დანა და ჩანგალია) იწვევს სახლში წარუმატებლობას.

4. ფრინველების ფიგურები

კიდევ ერთი ცრურწმენა გვამცნობს, რომ ფრინველა დეკორატიული ფიგურები შავი ენერგეტიკის მატარებელია, რაც ნეგატიურად აისახება მათ მფლობელებზე.

5. შიდა თეთრეული

შეყვარებული წყვილები და მეუღლეები არ აჩუქებდნენ თავის მეორე ნახევრებს შიდა თეთრეულის ლამაზ კომპლექტებს, თუკი ეცოდინებოდათ, რომ ასეთ საჩუქარს შეუძლია მათი პარტნიორების პროვოცირება ღალატისკენ.

6. ცარიელი საფულე

საფულე არის საგანი, რომელიც ასახავს ადამიანის ფინანსურ მდგომარეობას. ცარიელი საფულის ჩუქება ცუდ ტონად ითვლება, რადგან ეს იწვევს ფინანსურ სიძნელეებს მისთვის, ვინც მიიღო ასეთი ნივთი.

რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, ვის რას აჩუქებთ და შეგიძლიათ ეს ცრურწმენები საერთოდ არ გაითვალისწინოთ, მით უფრო, თუ იცით ახლობელს რა სჭირდება. თუმცა გავრცელებული აზრების მოსმენა ზედმეტი არ არის. ცნობილია, რომ არც ერთი აზრი უმიზეზოდ არ არსებობს.

თქვენ რა ცრურწმენებს იცნობთ ჩუქებასთან დაკავშირებით? მოგვიყევით კომენტარებში!