როგორ გავყინოთ კენკრა სწორად

ზამთრისთვის კენკრის შესანახად ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ: პროდუქტმა უნდა შეინარჩუნოს თავისი გემო და არომატი და ამასთან კვებითი ღირებულებაც. გაგაცნობთ ამ კულინარული პროცესის ძირითად წესებს.

გაყინვას თითქმის ყველა სახის კენკრა ექვემდებარება. თუმცა ხილის სახეობების მიხედვით, გაყინვის პირობებიც იცვლება. უბრალოდ კონტეინერში ჩაწყობა და გაყინვა დიდი შეცდომაა.

როგორ გავყინოთ კენკრა სწორად

გაყინვის წესები:

  • უნდა გაყინოთ მხოლოდ კარგი ხარისხის კენკრა. გადამწიფებული ნაყოფი არ გამოდგება.
  • გაყინვის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს -18დან -23 გრადუს ტემპერატურამდე. ამ შემთხვევაში შენახვის ვადა ერთი წელია.
  • თუ გსურთ გაყინული კეკნრის გამოყენება რაიმეს მოსართავად, შეარჩიეთ საჭირო ზომის კონტეინერები. ისინი მჭიდროდ არ უნდა ეყაროს ტარაში.

  • უპირატესობა მიანიჭეთ პლასტიკურ კონტეინერებს. გაყინვამდე კენკრა კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.

  • კენკრა ვერ იტანს მეორად გაყინვას, ამიტომ პროდუქტი შეინახეთ პორციებად.
  • დაფასოებულ კენკრას უმჯობესია ზემოდან დააწეროთ ან მიაკრათ შესაბამისი სტიკერები სახეობის მიხედვით. მიუთითეთ წონა და გაყინვის თარიღი.

მარწყვი

მარწყვი ჯობს გაყინოთ სრული სახით. მანამდე ის კარგად უნდა გარეცხოთ და წინასწარ გაყინოთ. ამისთვის მარწყვი დაალაგეთ ერთ ფენად საყინულეში, შემდეგ კი ჩაყაროთ კონტეინერში.

ჟოლო

შეარჩიეთ კარგად დამწიფებული ნაყოფი, თუმცა არარბილი. გარეცხილი კენკრა კარგად შეაშრეთ, შემდეგ გადაანაწილეთ კონტეინერებში ან პაკეტებში.

მოცხარი

მოცხარი შესანიშნავი კენკრაა, ის აძლიერებს იმუნიტეტს. მოცხარი მთლიანი სახით უნდა გაყინოთ ან შეგიძლიათ შაქართან არეული (დაჭყლეტილი სახით) შეინახოთ. ასე ის უფრო გემრიელი ხდება.

ხურტკმელი 

გაყინვის წინ გადაარჩიეთ მთლიანი ხურტკმელი, შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ. მოათავსეთ კენკრა კონტეინერებში და მოაყარეთ მას ცოტა შაქარი.

მოცვი

გარეცხეთ მოცვი და შეაშრეთ. ის კარგად იყინება კონტეინერშიც და ჩვეულებრივ პაკეტშიც. გარდა ამისა, მოცვის შენახვა შეგიძლიათ შაქართან ერთად, თუმცა უშაქროდ უფრო გემრიელია.

შტოში

შტოში მარწყვის მსგავსად ითხოვს წინასწარ გაყინვას. ამიტომ წინასწარ გარეცხეთ და შეაშრეთ, შემდეგ გაყინეთ ერთ ფენად ისე, რომ ნაყოფი ერთმანეთს არ ეხებოდეს. როცა გაიყინება, გადაანაწილეთ კონტეინერებში. ამ შემთხვევაში პაკეტი არ გამოდგება.

აი, ეს არის გაყინვის წესები. მათი შესრულებით მთელი ზამთარი უზრუნველყოფილები იქნებით ვიტამინებით. შეგიძლიათ ყველანაირი კენკრის პიურე გააკეთოთ და ისე შედგათ საყინულეში!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!