რისთვის არის სასარგებლო ალოე ვერა? შეიტყვეთ ყველა მისი დადებითი თვისების შესახებ!

ალოე ვერა მრავალწლიანი მცენარეა. მისი დახმარებით უამრავი სასარგებლო საშუალების მომზადება შეიძლება.

ალოე ვერა შეიცავს კალციუმს, რკინას და კალიუმს, ამასთან ვიტამინებს A, B და B2. მისი შიგთავსის მისაღებად ალოეს ფოთოლი უნდა მოაჭრათ მცენარეს და გადააძროთ მას ქერქი. სწორედ ეს სქელი და გამჭვირვალე სითხე გამოიყენება სხვადასხვა რეცეპტებისთვის.

რისთვის გამოიყენება ალოე ვერა და როგორ მოვამზადოთ მისგან შესაბამისი საშუალებები

ებრძვის შეკრულობას: მოხარშე 5 გ სელის თესლი. როგორც კი წამოდუღდება, შეურიე 3 ს. კ. ალოეს. მიიღეთ სასმელი დღეში სამჯერ.

დამწვრობის შეხორცება: თუ დამწვრობა სერიოზული არ არის, ალოე ვერა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. წაისვით მისი სითხე უშუალოდ დაზიანებულ ადგილას, რაც შეიძლება სწრაფად. გაიმეორეთ პროცესი დღეში რამდენჯერმე.

აუმჯობესებს მენსტრუალურ დისკომფორტს: მოამზადეთ ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები დილით და საღამოს და დაამატეთ მას ერთი ჭიქა ალოე ვერა.

კურნავს ბრონქებს: შეურიეთ ერთმანეთს თაფლი, ერთი კვერცხის ცილა და 3 ს. კ. ალოე. ეს საშუალება ხელს უწყობს ფილტვების წმენდას.

ასევე შეგიძლიათ კოქტეილში დაამატოთ ჯინჯერი არომატისა და ეფექტის გასაძლიერებლად. თუ გრიპი გაქვთ, ამ შემთხვევაშიც მიმართეთ ამ ნარევს.

ატენიანებს კანს: შეურიეთ ერთმანეთს 3 ს. კ. შაქარი, 6 ს. კ. ალოე, ერთი ს. კ. თაფლი და ნახევარი ჭიქა წყალი. კარგად აურიეთ და დააყოვნეთ ცოტა ხანს.

საშუალება წაისვით სახეზე ან მთელ სხეულზე და გაიჩერეთ არანაკლებ ერთი საათისა. ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით და რბილი საპნით. დროთა განმავლობაში თქვენი კანი შესამჩნევად დარბილდება.

შველის მწერების ნაკბენებს: ალოეს წვენი ალაგებს შეშუპებას, რომელიც გამოწვეულია ჭიანჭველის, კრაზანისა და სხვა მწერების კბენის შედეგად. ეცადეთ მალევე წაისვათ ნაკბენზე ალოეს წვენი. თუ კბენამ სერიოზული ალერგიული რეაქცია გამოიწვია, მიმართეთ ექიმს.

გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი სტატია თქვენს მეგობრებსაც!