სწრაფად გამოფხიზლების 6 მეთოდი უძილო ღამის შემდეგ

თანამედროვე ცხოვრების რიტმი თავის წესებს გვკარნახობს. ხშირად ეს მოითხოვს დროის, კვებისა და ძილის მსხვერპლს. თუ ხშირად გიწევთ დილაობით ყავის დალევა გამოფხიზლების მიზნით, უნდა იცოდეთ როგორ მოახდინოთ ეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

რაში მდგომარეობს ჯანსაღი ძილის ცნება? სიამოვნებით გაგიზიარებთ რჩევებს, როგორ გამოვფხიზლდეთ სწრაფად და როგორ დაიძინოთ იოლად:

როგორ გამოვფხიზლდეთ

სწრაფი გამოღვიძება

რაც არ უნდა მძიმე იყოს, გაღვიძების შემდეგ სჯობს სწრაფად წამოდგეთ საწოლიდან. ცოტა გაიმოძრავეთ, გადასწიეთ ფარდები, გაანიავეთ ოთახი და არ აიღოთ ხელში ტელეფონი – ეს ნამდვილად მავნე ჩვევაა და გაიძულებთ კვლავ დაუბრუნდეთ საწოლს.

ყველაფერი მნიშვნელოვანი სადილობამდე

ეს პრინციპი აქტუალურია იმის მიუხედავად, თუ როგორ გეძინათ. თუ უძილო ღამე გქონდათ, აუცილებლად დაგეგმეთ დღე გონივრულად. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმეები გააკეთეთ დღის პირველ ნახევარში. ეს გამოათავისუფლებს თქვენს საღამოს და შეძლებთ დასვენებას. გარდა ამისა, რთული ამოცანების შესრულება მაქსიმალურად გაგამხნევებთ.

ყავა ცუდი გადაწყვეტილებაა

რომელი დილა არსებობს ყავის გარეშე? დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ კოფეინის გადაჭარბება იწვევს უკუეფექტს. თავიდან მხნედ გრძნობთ თავს, შემდეგ კი დაღლილობა შემოგიტევთ. ამიტომ სჯობს დილის ყავა უზმოზე არ დალიოთ. საკმარისია დღის პირველ ნახევარშე მიირთვათ ერთი პორცია.

მოძრაობა სიცოცხლეა

გონებრივი შრომა პერიოდულად ჩაანაცვლეთ ფიზიკურით. ტექნიკასთან ხანგრძლივი ჯდომა თვალებს ღლის და პროდუქტიულობა ნოლამდე ეცემა. პერიოდულად წამოდექით და აქტიურად იმოძრავეთ. შემდეგ კი დაუბრუნდით სამუშაოს.

დღის ძილი

ეს მხოლოდ ბავშვების პრეროგატივა არ არის. ნახევარ საათიანი წათვლემა, თუნდაც ოფისის დივანზე, თქვენი ძალების აღსადგენად საკმარისი იქნება. გამოფიტვა კარგს არაფერს მოგცემთ.

არ მოახდინოთ ზეწოლა საკუთარ თავზე

ყველას აქვს უძილო ღამეები, ამიტომ ნუ ეცდებით გაუკეთებელი საქმეების ანაზღაურებას მოკლე დროში. ყველა საქმე შეასრულეთ შესაძლებლობის მიხედვით და არ დაივიწყოთ კვება. ადამიანის ორგანიზმს უყვარს სტაბილურობა, თუ ერთი ღამე მძიმე იყო, შემდგომი უკეთესი იქნება.

სწრაფად დაძინება

ამის მისაღწევი ერთ-ერთი მეთოდია ის, რომლითაც იოგები სარგებლობენ. ეს არის ე. წ. სუნთქვითი ვარჯიში – ,,4-7-8”. გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით 4 წამის განმავლობაში. შეიკავეთ სუნთქვა 7 წამით, შემდეგ ამოისუნთქეთ პირით 8 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ ვარჯიში სურვილის მიხედვით. თავიდან იოლი ჩანს, შემდეგ რთულდება, მაგრამ გაუმკლავდებით!

ახლა თქვენ უკვე იცით არამხოლოდ გამოფხიზლების, არამედ მარტივად ჩაძინების ტექნიკაც. ვიმედოვნებთ, რომ ამ რჩევებით თქვენი ძილი ხარისხიანი გახდება, მუშაობა კი – პროდუქტიული.

თქვენ როგორი მეთოდები გაქვთ ჩაძინებისა თუ ენერგიაზე მოსვლისთვის? მოგვიყევით კომენტარებში და გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!