ფრაზები, რომლებიც არასდროს უნდა ვუთხრათ დეპრესიაში მყოფ ადამიანს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, სამყაროში 264 მილიონზე მეტი ადამიანი დეპრესიით იტანჯება. ეს სტატისტიკა საგანგაშო სიგნალია და გვატყობინებს, რომ არამხოლოდ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ სხვა ადამიანებისაზეც.

არსებობს გავრცელებული ფრაზები და მიდგომები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ დეპრესიაში მყოფ ადამიანებთან კომუნიკაციისას, მაგრამ ისინი რეალურად ძალიან დამაზიანებელია. გაეცანით და უფრთხილდით მათ.

,,ხშირად უნდა გახვიდე გარეთ”

ეს შესაძლოა სიმართლე იყოს, ვინაიდან მზის სხივები ორგანიზმში ააქტიურებს სეროტონინის დონეს. მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ დეპრესიის დროს ამ ფრაზას არ გავაჟღერებთ. დეპრესიული ადამიანისთვის ეს ასე მარტივი არ არის, მათთვის შესაძლოა საწოლიდან ადგომაც დიდი პრობლემა იყოს.

,,გამხიარულდი”

ეს მათ უფრო დაამწუხრებს, რადგან თქვენ ამ სიტყვის გამოყენებით უფრო ამძაფრებთ მათ ტკივილს. გამხიარულება რომ შეეძლოთ, ამას ისედაც გააკეთებდნენ.

,,ეს ყველაფერი შენს თავში ხდება”

დეპრესია სერიოზული პრობლემაა და ეს არ ხდება მხოლოდ ვიღაცის თავში. მისი სიმპტომები ვლინდება მადის დაკარგვაში, ძილის პრობლემებში, დაღლილობისა და უიმედობის განცდაში. ეს ყველაფერი რეალურია, ამიტომ იმის თქმა, რომ დეპრესია მოგონილი პრობლემაა, ადამიანს აფიქრებინებს, რომ მისი არ გესმით.

,,ზედმეტად მწვავე რეაქცია გაქვს”

თუ დეპრესიაში მყოფი ადამიანი წუწუნებს წელის, თავის ტკივილზე ან მხედველობის გაუარესებაზე, ეს არ ნიშნავს გადაჭარბებულ რეაქციებს. ეს დეპრესიის ფიზიკური სიმპტომებია, რაც ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.

,,სხვები უარეს დღეში არიან”

ადამიანები განსხვავებულად გამოხატავენ ამა თუ იმ მდგომარეობას. ერთის ტკივილის სხვასთან შედარება არასდროს არის კარგი აზრი. თუ ვიღაც სხვა ადამიანი უარეს დღეშია, იმას არ ნიშნავს, რომ უფრო მსუბუქი მდგომარეობის პირობებში არ გვაქვს უფლება ჩვენს პრობლემებზე ვიდარდოთ.

დეპრესიაში მყოფ ადამიანს აუცილებელი არ არის ,,ეტყობოდეს” დეპრესია – მომღიმარი დეპრესიაც რეალური რამაა. ეს ადამიანები შინაგანად ძალიან ცუდად გრძნობენ თავს, ამას კი საჯაროდ არასდროს გაჩვენებენ, რადგან ღიმილს ნიღაბივით ატარებენ.

ნაცვლად ჩვენი მოსაზრებების გავრცელებისა, უმჯობესია უბრალოდ მოვუსმინოთ დეპრესიაში მყოფ ახლობლებს და ვაჩვენოთ, რომ მათი გვესმის. ჩვენ თითქმის არასდროს ვიცით, რა ხდება ადამიანის თავს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!