5 საიდუმლო ხელების 10 წლის გაახალგაზრდავებისთვის

ხელები ადამიანის სილამაზის განუყოფელი ნაწილია. ხელებს სახეზე უფრო სწრაფად ეტყობა დაბერება. თუმცა ამის გადასავადებლად გთავაზობთ მათი სწორად მოვლის მეთოდებს.

ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენი ხელები დიდხანს იქნება ძლიერი და ლამაზი.

დაიბანეთ ისინი სწორად

საპონთან ხშირი კონტაქტი ხელებს აშრობს. მიჰყევით მარტივ წესებს ამის თავიდან ასარიდებლად:

  • არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული საპნები აუცილებელი შემთხვევების გარდა. შეარჩიეთ ph ბალანსირებული საპონი.
  • დაიბანეთ ხელები თბილი, მაგრამ არა ცხელი წყლით რათა დაიცვათ კანის ზედაპირი.
  • ხელები არ გაიშროთ ელექტრო საშრობით, უპირატესობა მიანიჭეთ ხელსახოცებს.

ატარეთ ხელთათმანები

ატარეთ შესაბამისი ხელთათმანები, როცა:

  • გადიხართ ცივ ამინდში.
  • რეცხავთ ჭურჭელს, იატაკს, აბაზანას, მანქანას და ა. შ.
  • მუშაობთ მიწასთან.

რეგულარულად დაიტენიანეთ ხელები

  • წაისვით კრემი დღეში მინიმუმ ორჯერ (დილა-საღამოს). თუ მშრალი კანი გაქვთ, ყოველი დაბანის მერე შეგიძლიათ წასმა.
  • დატენიანება ფრჩხილებსაც სჭირდება. წაისვით E ვიტამინის კრემი კუტიკულებზე.
  • დალიეთ საკმარისი წყალი – დატენიანება შიგნიდანაც გვჭირდება.
  • იყიდეთ ოთახის დამატენიანებელი და ჩართეთ, როცა ჰაერი გამოშრება.

არ დაივიწყოთ სკრაბი

ხელებს კვირაში ერთხელ სკრაბიც სჭირდება:

  • ხელის ნიღაბის რეცეპტი: აიღეთ ნახევარი ავოკადო, ერთი კვერცხის გული და ერთი ს. კ. ლიმონის წვენი. წაისვით ხელებზე და გაიჩერეთ 20 წუთი.
  • სკრაბის დასამზადებლად შურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი და შაქარი.
  • რჩევა ზარმაცებისთვის: შეგიძლიათ ხელებისთვის ასევე გამოიყენოთ სხეულის სკრაბი და სახის ნიღაბი.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი

ხელებზე ხშირად ჩნდება ჰიპერპიგმენტაციები, ამიტომ მზიან ამინდებში წაისვით დამცავი კრემი.

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ პიგმენტების მოსაშორებელი საშუალებაც: შეურიეთ 1 ს. კ. ლიმონის წვენი, 1 ს. კ. რძე, 1 ჩ. კ. თაფლი. გაიჩერეთ ნიღაბის სახით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!