მოამზადეთ წითელი გულის შიგთავსის მქონე კექსი: ვალენტინობის დღის დესერტი

მალე დადგება ყველა წყვილის საყვარელი დღესასწაული – წმინდა ვალენტინის დღე. ეს არის რომანტიკული სიურპრიზებისა და საჩუქრების დრო. ჩვენ გთავაზობთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებს გულის ფორმის კექსი მიუძღვნათ.

ეს არის კარგად გამოცდილი რეცეპტი, უნაზესი ნაღების კრემით. დესერტი ნამდვილად ძალიან მოეწონება თქვენს მეორე ნახევარს.

ინგრედიენტები

  • 170 გ კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 215 გ ფქვილი
  • ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • 85 მლ რძე
  • 125 გ კრემ ყველი
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • ნახევარი ლიმონი
  • საკვები საღებავი გემოვნებით

მომზადება

1. მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი. დაამატეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილის შაქარი. თან თქვიფეთ. ჩაასხით მასში რძე და კვლავ ათქვიფეთ.

2. თითო ს. კ. ცომი ჩადეთ კექსის 6 ცალ სილიკონის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

3. გაციებული კექსი დაანამცეცეთ, დაამატეთ ერთი ს. კ. ცომი და 2 ს. კ. წყალი. ასევე 2 ან 3 წვეთი წითელი საკვები საღებავი. კარგად აურიეთ. ცომი უნდა ჰგავდეს პლასტელინს.

4. აიღეთ პატარა გულის ფორმა და აავსეთ ის ცომით, გააკეთეთ 6 ასეთი გული.

5. ჩაალაგეთ ქაფქეიქის ფორმებში პერგამენტის ქაღალდი. ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და თითოეულ ფორმაში ჩაასხით თითო ს. კ. ცომი. ცენტრში მოათავსეთ გულები და დაასხით დარჩენილი ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

6. კრემისთვის ათქვიფეთ დარჩენილი კარაქი და კრემ ყველი, დაამატეთ შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი. როცა ქაფქეიქები გაცივდება, მორთეთ ისინი კრემით.

გაუმასპინძლდით ამ ნაზი კექსით თქვენს საყვარელ ადამიანს. უბრალოდ წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა ის ნამცხვრის შიგნით ლამაზ სიურპრიზს აღმოაჩენს – ეს ხომ შესანიშნავი იქნება.

გაუზიარეთ ეს სიყვარულის რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!