სახის 6 ბუნებრივი გამწმენდი პროდუქტი, რომლებსაც სამზარეულოში იპოვით

ცივი ამინდი, სტრესი და არასაჭირო დანამატების მქონე სახის მოვლის პროდუქტები ჩვენი კანის სიჯანსაღეზე მოქმედებს. ხოლო ნატურალური, სახლში დამზადებული სახის ნიღბები გვეხმარება შევინარჩუნოთ ელასტიური და ჯანმრთელი კანი.

ჩვენ დღეს გთავაზობთ კანის დამცავ პროდუქტებს, რომელიც ალბათ ყველას მოგეპოვებათ სახლში.


1. პომიდორისა და კიტრის ტონერი

შეურიეთ ბლენდერში ერთი პატარა კიტრი და ერთი დიდი პომიდორი. შეგიძლიათ ეს პროდუქტი 3 დღით მაცივარშიც შეინახოთ. წაისვით ნარევი ბამბის დისკით კისერსა და სახეზე. დაიტოვეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პომიდვრის ანტიოქსიდანტები კანს დაეხმარება თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში, გახდის მას ჯანსაღს და ძლიერს.


2. პომიდვრის სახის სკრაბი 

შეურიეთ 1/5 ჩ. კ. შაქარი დაჭყლეტილ პომიდორს. ნარევის დახმარებით ნელა და ნაზად დაიმასაჟეთ სახე წრიული მოძრაობებით. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.


3. ყურძენისა და კვერცხის ნარევი

შეურიეთ ბლენდერში ერთი კვერცხი და 6 მარცვალი ყურძენი. წაისვით ნარევი სახესა და კისერზე. დაიტოვეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.


4. აღმდგენი საშუალება საფუარით

ერთი ს. კ. მშრალი საფუარი შეურიეთ 2 ს. კ. თბილ რძეს. წაისვით ნარევი სახეზე, ოღონდ თვალების მიდამოზე არ მოგხვდეთ. დაიტოვეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


5. ნუშისა და მაიონეზის სკრაბი

დაფქვით 1/4 ჭიქა (40 გ) ნუში ხელის ბლენდერში და შეურიეთ მას 1/8 ჩ. კ. მაიონეზი. ნელა დაიმასაჟეთ ნარევით სახე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.


6. კივის სკრაბი 

შეურიეთ ერთი გაფცქვნილი და დაჭყლეტილი კივი 2 ჩ. კ. ყავისფერ შაქარს და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. ნაზად წაისვით ნარევი სახეზე 3-5 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რომელს სცდით პირველად ამ პროდუქტებიდან? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!