როგორ დავამზადოთ შოკოლადისა და თხილის კარაქი სახლის პირობებში

ყველამ ვიცით, რომ გემრიელი შოკოლადისა და თხილის კარაქი ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის კლასიკური საუზმეა. ნუტელა ამისთვის იდეალური ვარიანტია, თან ის ძალიან უხდება ფენქეიქებს და თხელ ბლინებს. რეალურად, შესაძლებლობები უსაზღვროა, ამიტომ ნუ იდარდებთ, თუ ნუტელას ყიდვა არ შეგიძლიათ, ჩვენ დღეს საოცრად გემრიელ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომლის დამზადებასაც საკუთარი ხელით შეძლებთ.

დაგჭირდებათ:

  • 100 გ (1ჭიქა) თხილი
  • 200 გ (1 ჭიქა) ნახევრად ტკბილი შოკოლადი
  • 200 გ (¾ ჭიქა) შესქელებული რძე
  • 1½ ს. კ. თაფლი
  • საკვების ჩოფერი ან ბლენდერი

ნაბიჯი 1 

მოხალეთ თხილი საშუალო ცეცხლზე მოთავსებულ ტაფაზე, სანამ ოქროსფერს მიიღებს. ხშირად ამოურიეთ, რათა არ დაიწვას. შეგიძლიათ მოხალოთ ღუმელშიც, რომელიც 200 გრადუსზე უნდა გააცხელოთ. შედგით 8 წუთის განმავლობაში.
ნაბიჯი 2

მოაშორეთ თხილს ქერქი, ამისთვის შეგიძლიათ ისინი სამზარეულოს ტილოში გაახვიოთ და ნაზად დაამუშაოთ ხელით. ასე კანი უფრო მარტივად მოშორდება.
ნაბიჯი 3

ქერქგაცლილი თხილი მოათავსეთ ხელის ბლენდერში ან ჩოფერში და დაფქვით, სანამ კარაქისებურ პასტად არ გადაიქცევა. პროცესში პერიოდულად ამოურიეთ თხილს, რათა თანაბრად დაიფქვას.
ნაბიჯი 4

მოათავსეთ შოკოლადი და შესქელებული რძე ჯამში და გაადნეთ წყლის აბაზანაზე. მუდმივად ურიეთ, რათა მასა არ დაგეწვათ.
ნაბიჯი 5

დაამატეთ შოკოლადისა და შესქელებული რძის თბილი ნარევი თქვენ მიერ მომზადებულ თხილის პასტას. შემდეგ ჩაასხით თაფლი და კარგად აურიეთ. სახლში მომზადებული კარაქი უკვე მზად არის.
ნაბიჯი 6

შეგიძლიათ მასა კვლავ აურიოთ ხელის ბლენდერით, რათა ინგრედიენტები უკეთ შეერწყას ერთმანეთს.

შეგიძლიათ შოკოლადისა და თხილის კარაქი მიირთვათ ხილთან ერთად ან წაისვათ პურის ნაჭერზე! გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!