სამყაროში მხოლოდ ორი ტიპის ადამიანი არსებობს და ეს 20 ილუსტრაცია ამას ამტკიცებს

ფსიქოლოგიაში ბევრი თეორია არსებობს, რომელიც ხსნის ადამიანების განსხვავებულ ტიპებს. ეს განსხვავებები კი ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება. გასაკვირი არ არის, რომ როცა 2 განსხვავებული ტიპის ადამიანის ქცევებს ვადარებთ, ვამჩნევთ, თუ როგორი სხვადასხვანაირები ვართ ერთსა და იმავე სიტუაციებში და როგორ განსხვავებულად გამოვხატავთ ემოციებს. ზოგს თეთრი შოკოლადი ურჩევნია, ზოგს მუქი, ზოგიერთი თითის გასაყრელ ჩუსტებს წინდებზე იცვამს. ზოგს საერთოდ არ ადარდებს, თუკი სადმე აგვიანდება, ზოგს კი ამის გამო პანიკა ეწყება.

ასე რომ, გავეცნოთ დღეს 2 ტიპის ადამიანთა ყოველდღიურობას, ამისთვის კი მარტივი და სასიამოვნო გზაა ილუსტრაციები. აქ ჩანს, თუ რაოდენ დიდია ადამიანებს შორის განსხვავება. დააკვირდით და დაფიქრდით, როგორი ტიპის ადამიანი ხართ თქვენ?

1. ადამიანები, რომლებსაც ერთ ბალიშზე სძინავთ და ადამიანები, რომლებიც ბალიშების ციხე-სიმაგრეს აგებენ.

2. ადამიანები, რომლებიც ჩუსტებს წინდებზე იცვამენ და ადამიანები, რომლებსაც მათი წინდის გარეშე ჩაცმა ურჩევნიათ.

3. ადამიანები, რომლებიც მაღვიძარას ხმას ვერ იტანენ და ადამიანები, რომლებსაც ეს არ ადარდებთ.

4. ადამიანები, რომლებიც ძილში ბევრს მოძრაობენ და ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ინძრევიან.

5. ადამიანები, რომლებიც ერთ საათს ანდომებენ მომზადებას და ადამიანები, რომლებიც 5 წუთში მზად არიან.

6. ადამიანები, რომლებიც პიცის ცომის ნაწილს არ ჭამენ და ადამიანები, რომლებიც მთლიან პიცას სიამოვნებით მიირთმევენ.

7. ადამიანები, რომლებიც მუდმივად ტენიან ტელეფონს და ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ 10%-ზე მყოფი ელემენტი მთელი დღე ეყოფათ.

8. ადამიანები, რომლებიც ეგრევე პასუხობენ ტელეფონს და ადამიანები, რომლებიც არასდროს იღებენ მას.

9. ადამიანები, რომლებიც შავ შოკოლადს ჭამენ და ადამიანები, რომლებიც თეთრზე გიჟდებიან.

10. ადამიანები, რომლებსაც მარტო ყოფნა უყვართ და ადამიანები, რომლებსაც სოციალიზაცია ურჩევნიათ. 

11. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ და ადამიანები, რომლებიც ელექტრონულ წიგნებს კითხულობენ.

12. ტოროლები და ბუები.

13. ადამიანები, რომლებიც წინდებით იძინებენ და ადამიანები, რომლებიც წინდის გარეშე არჩევენ ძილს.

14. ადამიანები, რომლებიც მთელ ფრის ასხამენ კეტჩუპს და ადამიანები, რომლებიც კეტჩუპს ფრის გვერდით დებენ.

15. ადამიანები, რომლებიც პიცას დანა-ჩანგლით ჭამენ და ადამიანები, რომლებიც მას ხელით მიირთმევენ.

16. ადამიანები, რომლებიც წიგნის კითხვაზე გიჟდებიან და ადამიანები, რომლებსაც ფილმის ყურება ურჩევნიათ.

17. ადამიანები, რომლებსაც ბურგერი ყველით უყვართ და ადამიანები, რომლებსაც მისი უყველოდ ჭამა ურჩევნიათ.

18. ადამიანები, რომლებიც ჩაის სვამენ და ადამიანები, რომლებსაც ყავა უფრო უყვართ.

19. ადამიანები, რომლებიც საჭმელს საწოლში ჭამენ და ადამიანები, რომლებიც საჭმელს სამზარეულოს მაგიდაზე მიირთმევენ.

20. ადამიანები, რომლებსაც სიცივე უყვართ და ადამიანები, რომლებიც სიცხეზე გიჟდებიან.

თქვენ თუ მოახდინეთ თქვენი თავის იდენტიფიცირება მოცემულ ტიპებში? გაგვიზიარეთ კომენტარებში, თუ რომელი ჩვევა იყო თქვენთვის ყველაზე ახლოს!