7 მიზეზი, რის გამოც ყოველდღე უნდა მიირთვათ 4 ცალი ნუში

ხშირი არ არის, რომ სასარგებლო პროდუქტი გემრიელიც იყოს. ნუში კი გამონაკლის შემთხვევებში შედის. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს და სხვა ელემენტებს, რაც სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის გვჭირდება.

ჩვენ დღეს გიამბობთ იმ 7 პოზიტიურ ცვლილებაზე, რაც ორგანიზმში მოხდება ნუშის ყოველდღე მიღების შემთხვევაში.

ქოლესტერინის დონის შემცირება

ნუში 5 გამორჩეულ პროდუქტში შედის, რომლებიც ამცირებელ ,,ცუდი” ქოლესტერინის დონეს. თუ ის უკვე ძალიან მაღალი გაქვთ, მიიღეთ დღეში 20-30 მარცვალი ნუში.

ჯანმრთელი თმა

ნუში შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალს, რაც თმის სიჯანსაღისთვის არის საჭირო. ის აძლიერებს თმის ფესვებს და ხელს უწყობს ზრდას. მაგნიუმი, ვიტამინი E და თუთია აუმჯობესებს თმის ხარისხს და ხდის უფრო ჯანმრთელს.

გულის დაავადებების პრევენცია

ნუშში შემავალი ანტიოქსიდანტები, სასარგებლო ცხიმები, მაგნიუმი და სპილენძი აძლიერებს გულის მუშაობას და აფართოებს სისხლძარღვებს. იშემიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყოველდღე მიირთვით ქერქიანი ნუში.

ნაოჭების გაჩენის პრევენცია

ნუში ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ეს ცილა კი პასუხს აგებს კანის სილამაზეზე. ვიტამინი E არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის ნაოჭების გაჩენას.

ჯანსაღი ბაქტერიული ფლორა

ნუშის კანუ შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც საჭიროა კარგი ბაქტერიების გასამრავლებლად. თუ დისბალანსს აქვს ადგილი (რაც ვლინდება მუცლის ხშირ ტკივილში, უსიამოვნო სუნთქვასა და საჭმლის მონელების გართულებაშუი), მიირთვით დღეში 30-35 ცალი ნუში.

წონის კლება

მეცნიერულმა კვლევებმა დაადგინა, რომ ნუშის მირთმევა უფრო მეტი ნახშირწყლის მონელებაში გვეხმარება. მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და წონის კლებისთვის კი აუცილებელია სათანადო მინერალებისა და მიტამინების მიღება.

ტვინის აქტივობის გაუმჯობესება

ნუშის ხშირი მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, რასაც ვიტამინი E-ს და ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე ახერხებს. ამას გარდა, ნუში აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც!