გვითხარი როგორი ფორმის თითები გაქვს და ჩვენ ბევრს გეტყვით შენი პიროვნების შესახებ

ადამიანის შესახებ შესაძლოა ბევრი რამ გაიგოთ მათი ხელების მიხედვითად, მაგრამ იცით, რომ ეს თითებზე დაკვირვებითაც შესაძლებელია? თურმე ეს იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. აირჩიეთ ქვემოთ მოცემული სამი ვარიანტიდან შესაბამისი თითის ფორმები და მიიღეთ მეტი ინფორმაცია ადამიანებზე!

მზად ხართ? აირჩიეთ თითის ფორმა და გაიგეთ მეტი თქვენი პიროვნების შესახებ!

A. სწორი თითი

თქვენ ხშირად ჩანხართ ძლიერი და მტკიცე ადამიანი. ხართ დამოუკიდებელი და არ გიყვართ საკუთარი ემოციების გამომჟღავნება. თუმცა შინაგანად ხართ ძალიან სენსიტიური, ემოციური და გულწრფელი ადამიანი, რომელსაც დიდი და კეთილი გული აქვს.

B. წვეტიანი თითი

თქვენ ხართ კრეატიული და ერთგული. როცა ადამიანს შეიყვარებთ, მთელ ყურადღებას მათ უთმობთ და არასდროს ღალატობთ სხვების ნდობას. ხართ მიზანდასახული და თავდადებული, ამიტომ როცა მიზანს დაისახავთ, მის მიღწევამდე არ მოისვენებთ. ხშირად გეშინიათ, რომ სხვებმა გული არ გატკინონ.

C. ძვლებგამოშვერილი თითი

თქვენ მარტივად უშვებთ ცხოვრებიდან იმ მოვლენებს, რაც თქვენზე ცუდად მოქმედებს. როგორც წესი, არ გიყვართ ახალი გამოწვევები და არ მოგწონთ თქვენი კომფორტის ზონის დატოვება. პატივს სცემთ სხვების მისაზრებებს და არ გიყვართ თავის მოჩვენება და თამაში. ხართ მგრძნობიარე და ბევრჯერ ფიქრობთ, სანამ ადამიანს რამეს ატკენთ.

თქვენი თითის ფორმა როგორია? დაემთხვა ტესტის პასუხები? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შედეგები!