დიეტოლოგი ანრი შენო: “ამის შემდეგ, ცხიმს აღარ მოიმატებთ, ღიპი აღარ გაგეზრდებათ, წონა 65 კგ-მდე შემცირდება”

ექიმ ანრი შენოს ისინიც იცნობენ, ვინც დიეტოლოგიისგან შორსაა. ამ სფეროში ის მართლაც ღმერთია. მასთან მისული ყველა ადამიანი გამოემშვიდობა ზედმეტ კილოგრამებს.

ანრი შენო

შენო გამაჯანსაღებელ ცენტრში მონაკოს პრინცესა, ლუჩიანო პავაროტი და ყატარის ემირიც კი ყოფილან. ანრის კლიენტებს შორის მოხვედრილან ბიზნეს-ელიტის წარმომადგენლებიც: სილვიო ბერლუსკონი, რუსი პოლიტიკოსები, მიხეილ სააკაშვილი.

რაშია ფრანგის მეთოდიკის აზრი? პირველ რიგში არა გახდომა, არამედ ტოქსინებისგან განთავისუფლება. იტალიის სამედიცინო ცენტრში Palace Merano გთავაზობენ კვების ინდივიდუალურ რეჟიმს, მწვანილებზე დამზადებულ სასმელებს და სხვა პროცედურებს.

ანრი შენოს მიერ შემუშავებული ენერგეტიკული დიეტა სწრაფი დიეტაა. ის დამყარებულია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სწორ ბალანსზე, ასევე კალორიული კერძების უარყოფაზე.

რა თქმა უნდა, ყველას არ აქვს შანსი ცნობილი დიეტოლოგის კლინიკას ესტუმროს, რადგანაც 1 კვირის ღირებულება 3000 ევროს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ მისი მეთოდის დაცვა სახლის პირობებშიც შეიძლება.

დიეტის ძირითადი წესები:

ხილი ძირითად საკვებამდე უნდა მიიღოთ და არა მის შემდეგ. ამ შემთხვევაში ორგანიზმს ენერგიით დამუხტავს. ხილისთვის იდეალური დრო საუზმეა. უარი თქვით ყურძენზე,  ნესვზე, ლეღვზე, გადამწიფებულ ბანანზე. სარგებელს მოგიტანთ ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ფორთოხალი, მანდარინი, ატამი, კივი, მარწყვი, გრეიფრუტი და მანგო.

საკონდიტრო ნაწარმი საერთოდ არ მიირთვათ, შაქარი მინიმუმამდე დაიყვანეთ, მარილი სუნელებით ჩაანაცვლეთ.

ყავა დღის საუკეთესო დასაწყისი არაა. იდეალური ცხელი სასმელი მწვანე ჩაია.

რეგულარულად დაკავდით სპორტით. კვირაში მინიმუმ ერთხელ შეასრულეთ დილის აერობიკა. არ დაგავიწყდეთ საღამოს ფეხით გავლა.

ყოველ დღეს ჩაატარეთ მედიტაცია. გონებამ უნდა დაისვენოს და მოდუნდეს.

რაციონში დაამატეთ სხვადასხვა ფაფები.

ღვინო სჯობს საღამოს დალიოთ. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მისი მცირე დოზით მიღება სარგებელს მოგიტანთ.

გადამწყვეტ როლს თამაშობს არამხოლოდ რას ჭამ, არამედ როდის. საუკეთესო პერიოდი 12-დან 20 საათამდეა.

ყოველ 7 წელიწადში ორგანიზმში მეტაბოლიზმი იცვლება, ამიტომაც რეგულარულად გადახედეთ რაციონს.

ანრი შენოს აზრით დაბერების პროცესი ორგანიზმის ტოქსინებით დაბინძურებასთანაა კავშირში. მათ წლების განმავლობაში ვაგროვებთ არაბალანსირებული კვებით, ცხოვრების სტილით, გარემო პირობების ზეგავლენით რაც ენერგეტიკულ და ფუნქციონალურ დისბალანსს იწვევს.

ამიტომაც, ჯანმრთელობის აღდგენის პროცესი ორგანიზმის გასუფთავებით იწყება.