სულ 5 დღეა რაც ამ ნიღბის გამოყენება დავიწყე და ჩემი შვილის კლასელებს დავემსგავსე, ისე ახალგაზრდულად გამოვიყურები.

ასაკთან ერთად, ნაოჭების პრობლემებს ვერ გავურბივართ. მაგრამ, შეგვიძლია დაბერების პროცესი შევაფერხოთ და სახის არასასურველი ცვლილებები დავმალოთ. ჩემი მეგობარი თამარა მრავალი წელია რაც კოსმეტოლოგად მუშაობს. სწორედ მან მასწავლა სუპერეფექტური ნიღბის რეცეპტი, რომლითაც ჩემი უფროსკლასელი ქალიშვილივით გამოვიყურები, თაყვანისმცემლები კი კომპლიმენტებს არ იშურებენ!

ეს ნიღაბი სილამაზის სალონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამასთან პროცედურა საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა, მისი სახლში მომზადებაც შეგიძლიათ, რადგანაც კომპონენტები ხელმისაწვდომია. მთავარია სწორი პროპორციები!

საშინაო ნიღაბი გლიცერინით

დაგჭირდებათ
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 100 მლ გლიცერინი
  • 3 გ ასპირინი
  • 100 მლ მინერალური წყალი გაზის გარეშე
  • 3–5 მლ ლავანდას ზეთი

მომზადება

მოხერხებულ ჭურჭელში გადაიტანეთ ჟელატინი და დაასხით ოთახის ტემპერატურის მინერალური წყალი. დატოვეთ ნახევარი საათით.

ასპირინის 1 აბი დაჭყლიტეთ და ფხვნილი დანის წვერით აიღეთ.

ჟელატინი და დანარჩენი კომპონენტები შუშის ჭურჭელში მოათავსეთ, ჩადგით ცხელ წყალში და ხის ჯოხით ურიეთ იქამდე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.

ამოიღეთ ცხელი წყლიდან. 3 კვირა გეყოფათ. მაცივრის კარებზე შეინახეთ.

გამოყენებამდე საჭირო რაოდენობა გაათბეთ ხელში ან წყლიან ქვაბში.

დაიდეთ საღამოს, დაძინებამდე 1.5-2 სთ-ით ადრე გასუფთავებულ სახის და მკერდის კანზე.

ორი ვარიანტია: ან 20 წუთი გაიჩერეთ და მინერალური წყლით ჩამოიბანეთ, სახეზე კი არა ღამის კრემი, არამედ დამატენიანებელი მსუბუქი კრემ-გელი წაისვით.ან არ ჩამოიბანოთ, ნარჩენები ხელსახოცით მოიშორეთ და ასევე დაწექით დასაძინებლად.

ნიღაბი კვირაში ორჯერ წაისვით. საუკეთესო ეფექტისთვის კი ყოველ საღამოს 5 დღის მანძილზე.

ჟელატინი გააუმჯობესებს ცილის და ამინომჟავების ცვლას კანის შრეებში. გაათეთრებს და დადებითად იმოქმედებს მასზე. ლავანდას ზეთი დაგეხმარებათ დაგიმშვიდდეთ გონება და სხეული და მოდუნდეთ. ამასთან, სურნელი უძილობისგან გიხსნით.

ყველა გამოცდილმა და დამწყებმა დიასახლისმა იცის, რომ ჟელატინი აუცილებელი კომპონენტია, ის შეუცვლელი პროდუქტია არამხოლოდ კულინარიაში, არამედ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში, ისევე როგორც ამ ნიღაბში.

ნიღაბის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ, სახის ოვალი ჯადოსნური გზით გამიახალგაზრდავდა!