ეს ნატურალური საშუალებები თქვენს ფრჩხილებს ქვასავით მტკიცეს და მაგარს გახდიან

1. E ვიტამინი

როგორ მუშაობს: E ვიტამინის შემცველი ზეთი აუმჯობესებს არამარტო ფრჩხილის მდგომარეობას, არამედ მის საფუძველსაც. ის აჯანსაღებს თვითონ ფრჩხილს და კანს მის ირგვლივ. ამას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით ახერხებს.

რა უნდა გავაკეთოთ: წაისვით ზეთი ფრჩხილის ზედაპირზე და მის ძირებში

2. ქოქოსის ზეთი

როგორ მუშაობს: ქოქოსის ზეთი კარგი ანტიოქსიდანტია, ამის გამო იგი იცავს ფრჩხილებს აქერცვლის საშიშროებისგან. იგი ასევე ანტიბაქტერიულ მინერალებსაც შეიცავს.

რა უნდა გავაკეთოთ: წაისვით თბილი ქოქოსის ზეთი ფრჩხილის ზედაპირზე და კანზე მის ირგვლივ და გაიკეთეთ მასაჟი ამ ადგილებში მანამ, სანამ ის არ გაშრება.

3. ვაშლის ძმარი

როგორ მუშაობს: ვაშლის ძმარი ფრჩხილებს სწრაფად გაზრდაში ეხმარება. იგი კანის ძირებსაც ამაგრებს ფრჩხილების თავში.

რა უნდა გავაკეთოთ: დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი თბილი წყლით სავსე ჭიკაში და ჩაალბეთ შიგნით ფრჩხილები რამდენიმე წუთით.  გაიმეორეთ ეს ყოველდღე მანამ, სანამ სასურველ რეზულტატს არ დაინახავთ.

4. ჩაის ხის ზეთი

როგორ მუშაობს: ჩაის რძის ზეთი საუკეთესო და ძლიერი ანტისეპტიკია, ამიტომ პირდაპირ მისი წასმა მიზანშეწონილი არ არის. აურიეთ სხვა ზეთებში.

რა უნდა გავაკეთოთ: დაამატეთ 2 წვეთი ჩაის ხის ზეთი ზეთის ხილის ზეთს, ან ქოქოსის ზეთს. მიღებული მასა წაისვით ფრჩხილის მთლიან ზედაპირზე და მის ირგვლივ კანზე, აუცილებლად შეიზილეთ კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში.

5. ლიმნის წვენი

როგორ მუშაობს: ლიმონი დიდი ოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც კოლაგენების გამოყოფას აჩქარებს და ფრჩხილს ამაგრებს. ის ასევე ასწორებს ფრჩხილის ზედაპირს და მიკრობზარებს ამთელებს.

რა უნდა გავაკეთოთ: გაწურეთ ნახევარი ლიმონი, აურიეთ ერთ ჭიქა თბილ წყალთან და ამ მიქსში ჩაალბეთ ფრჩხილები 5–10 წუთის განმავლობაში.

6. კვერცხის გული და თაფლი

როგორ მუშაობს: კვერცხის გული დიდი ოდენობით A ვიტამინს შეიცავს, რომელიც სუსტი ფრჩხილების გამაგრებისთვის იდეალური საშუალებაა. ეს მინერალი ფრჩხილის ბოლოებს ატენიანებს მათ სიგლუვეს უზრუნველყოფს. უკეთესი ეფექტისთვის მას დაუმატეთ თაფლი, რომელიც ანტისოკოვანი ეფექტებით გამოირჩევა.

რა უნდა გავაკეთოთ: აურიეთ ერთი კვერცხის გული ნახევარ სუფრის კოვზ თბილ თაფლთან, შემდეგ ეს მასა წაისვით ფრჩხილზე და მის შემოგარენზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

7. მარცვლეულის ზეთი

როგორ მუშაობს: ეს ზეთი ცხიმოვან ტოქსინებს და მინერალებს შეიცავს ანტიოქსიდანტებთან ერთად. ამის წყალობით ეს ნივთიერება ფრჩხილების ძალიან სწრაფ ზრდას და გამაგრებას უწყობს ხელს.

რა უნდა გავაკეთოთ: წაისვით რამდენიმე წუთით ეს ზედი ფრჩხილებზე და ფრთხილად შეიზილეთ.

8.  ნუშის ზეთი

როგორ მუშაობს: ნუშის ზეთი დიდი ოდენობით A, B  და E ვიტამინებს შეიცავს, რაც საკმარისად ატენიანებს ფრჩხილებს და მათ ზედაპირს გლუვს ხდის.

რა უნდა გავაკეთოთ: წაისვით თბილი ზეთი ფრჩხილებზე და მის გარშემო კანზე. შეიზილეთ 2–3 წუთის განმავლობაში მასაჯით .