დისკის თიაქარისგან გათავისუფლდებით თუ დაამზადებთ ამ რეცეპტს 3 ინგრედიენტით

დიდი ხნით კომპიუტერთან ჯდომა, ტრავმები, ფიზიკური დატვირთვა, არასწორი დგომი – ყველაფერი თიაქარის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ეს საშიში და რთული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის თითქმის მესამედს აწუხებს.

დისკის თიაქარი

ხერხემალს შორის არსებული დისკები დატვირთვისას ან ტრავმისას იძაბება. მათი ნერვული დაბოლოებები კი ზურგში ტკივილს იწვევს.

კიდურების დაბუჟება, დაჟრჟოლება და ჩხვლეტა დისკის თიაქარის სიმპტომებია.

თუ დაავადება ძალიან განვითარებულია, შესაძლოა ოპერაცია დაგჭირდეთ. გონივრულად მოიქცევით, თუ პროფილაქტიკას ჩაიტარებთ. რაც უფრო მალე მიიღებთ ზომებს, უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებთ ოპერაციის გარეშე გამოძრომას.

წარმოგიდგენთ მისი განკურნების ხერხებს ხალხური მედიცინის საშუალებით.

სამკურნალო კომპრესი
ინგრედიენტები
  • 100 გ წითელი თიხის ფხვნილი
  • 200 მლ ვაშლის ძმარი
  • 2–3 თეთრი კომბოსტოს ფურცელი

მიღება
  1. თიხა ძმართან აურიეთ და ერთგვაროვანი მასა მიიღეთ.
  2. მოათავსეთ წყლიან ჭურჭელში. გაათბეთ.
  3. გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ რამდენიმე წუთი.
  4. დაიმუშავეთ ატკივებული ადგილი და დაიდეთ კომბოსტოს ფოთლები.
  5. შეიხვიეთ პირსახოცით და დაიტოვეთ კომპრესი ტკივილის გაქრობამდე.

წითელი თიხა ქსოვილებში სისხლის მოძრაობის გაუმჯობესებას ემსახურება. კომბოსტო და ძმარი ანთებას და ტკივილის შეგრძნებას აცხრობენ.

მოუარეთ ზურგს და დისკებს, დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი ჩვევები. ფიზიკური ქმედებები, როგორებიცაა გაწელვა და იოგა, ელასტიურობას შეგინარჩუნებთ. დაკავდით ცურვით, გიმნასტიკით და დაგავიწყებათ ზურგის პრობლემები. ხერხემლის ჯანმრთელობასაც დიდი ხნით შეინარჩუნებთ.

ამასთან, მიიღეთ სასარგებლო პროდუქტები: რძის ნაწარმი, ხაჭო, კომბოსტო, ბოსტნეული და ხილი, თაფლი….

მნიშვნელოვანია დალიოთ დღეში 1.5 ლ წყალი. ასე ორგანიზმში სითხის ბალანსს დაიცავთ და ვარჯიშის შემდეგ სწორ ფუნქციონირებას და აღდგენას შეუწყობთ ხელს.