მეცნიერები: გვითხარი რა ფერის თვალები გაქვს და გეტყვით ვინ ხარ შენ

ამბობენ, რომ თვალები ფანჯარაა ადამიანის სულში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით ისინი პიროვნების ხასიათსაც განსაზღვრავენ.

ქუინსლენდის და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის კვლევებმა აღმოაჩინეს, რომ თვალის ფერი უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ რამდენად სასიამოვნო და კომფორტაბელურია ადამიანი. ჩრდილოეთ ევროპელების ღია თვალებით უფრო მეტად ეგოისტები არიან ვიდრე მუქი თვალების მქონე სამხრეთელები.

კიდევ ერთმა კვლევამ ცხადყო, რომ ირისის ფერს შეუძლია განსაზღვროს ვართ თუ არა სანდოები ან იმპულსურები. მოკლედ, რა ფერის თვალები გაქვთ თქვენ?

მუქი წაბლისფერი

ადამიანები მუქი წაბლისფერი თვლებით, რომელიც თითქმის შავს ჰგავს, იშვიათი ფერია. მსგავსი ადამიანები ბუნებით ლიდერები არიან. ზოგადად, მუქი თვალების მქონე ადამიანები ძალიან კარგები არიან სპორტში. მელანინი ტვინის უჯრედებს შორის კავშირს ამყარებს. რაც უფრო მეტია მისი შემცველობა, მით უფრო სწრაფად მუშაობს ტვინი.

ყავისფერი თვალები

ეს თვალის ფერი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის მიხედვით, ადამიანები ყავისფერი თვალები მიდრეკილნი არიან იყვნენ ლოიალურები, კეთილები და თავაზიანები მაგრამ არა თავმდაბლები.

ცისფერი თვალები

დიდი ხნის წინ, სჯეროდათ, რომ ცუსფერი თვალები მუტაციის შედეგი იყო, რადგანაც ყველას ყავისფერი თვალები ჰქონდა. მსგავსი ფერის მქონე თვალების პატრონებს საუკეთესოდ ახასიათებთ შინაგანი და ფიზიკური სიძლიერე, მაგრამ ხშირად ადამიანები ამას ვერ ხედავენ. ამი მაგივრად, საზოგადოება მათ უნდობლად, მორცხვად და სუსტად აღიქვამს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ისინი კომპეტენტუნარიანები და ხანდახან ეგოისტები არიან.

ნაცრისფერი თვალები

მუქი თვალების მსგავსად, ნაცრისფერიც იშვიათი ტიპისაა. მუქი ნაცრისფერი თვალი ხშირად დამახასიათებელია ადამიანისთვის, რომელიც საოცრად გაწონასწორებულია ან ორი მხარე აქვს. გააჩნია ვის რა სჭირდება, მათ შეუძლიათ იყვნენ სხვადასხვანაირები სხვადასხვა ადამიანებთან. ღია ნაცრისფერი თვალი ახასიათებს ადამიანს, რომელსაც მეტი მუშაობა სჭირდება იმისთვის, რათა მიიღოს ის, რაც სურს. მაგრამ, ძალიან მზრუნველები არიან მათ მიმართ, ვისაც კედლის განგრევა მოუწია.

ღია ყავისფერი (თხილი)

მსგავსი ფერიც უცხოა და ახალგაზრდა ასაკიდანვე მათ ეუბნებიან, რომ უნიკალურები არიან. თხილისფერი თვალების მქონე ადამიანის წაკითხვა რთულია. თვალის ზუსტი ტონალობა იცვლება ადამიანის მიხედვით, ისევე როგორც მელანინის რაოდენობა თვალში. ამიტომაც, ძნელია კონკრეტული ტიპაჟი გამოვყოთ. 1 საერთო მახასიათებელი კი გაწონასწორებული პიროვნულობაა, ისინი არასდროს მიილტვიან ექსტრემისკენ..

მწვანე თვალები

ბევრი ადამიანი მსგავს ინდივიდუალებს მისტიკურებად და მაცდუნებლებად აღიქვამს. მათ, ვისაც მწვანე თვალები აქვთ, მელანინის გაწონასწორებული რაოდენობა აღენიშნებათ, რაც მათ დომინანტებად აქცევთ და ასევე ძალიან ფრთხილებად. მწვანე თვალების მქონე ადამიანებს მისტიკა და დამოუკიდებლობა ახასიათებთ. ისინი ხშირად არიან ორიგინალურები, კრეატიულები, მოულოდნელები და კარგად მუშაობენ სტრესის ქვეშ.

კიდევ ერთი ფაქტი ღია თვალების მქონე ქალებზე: პიტსბურგის სამედიცინო სკოლამ აღმოაჩინა, რომ ქალები ღია თვალებით უფრო ადვილად იტანენ ტკივილს მშობიარობისას, ვიდრე მუქი თვალის ფერის მქონე ადამიანები. მათ უფრო მეტად ახასიათებთ დეპრესია და წუხილი, ვიდრე მუქი ფერის მფლობელებს.

Loading...